სერვისები

ბრენდინგი

ბრენდინგი არის კომპანიის ბრენდის იდენტობის შექმნის ფართო პროცესი, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ბრენდის ვიზუალურ ელემენტებს, არამედ მისი ღირებულებების, პიროვნების და ისტორიების შექმნას. ბრენდინგი განსაზღვრავს იმას, თუ როგორ აღიქვამს და იმახსოვრებს ბრენდს მისი სამიზნე აუდიტორია.


ეფექტური ბრენდინგი არამხოლოდ განასხვავებს პროდუქტს კონკურენტებისგან, არამედ ქმნის დადებით ემოციებს, აყალიბებს ნდობას და ლოიალობას მომხმარებელში, რაც ასევე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მომხმარებლის გადაწყვეტილებებზე.


სერვისი: ბრენდის შესწავლა, ბრენდ გაიდლაინი, ბრენდ ანალიტიკა, ლოგოს დიზაინი, მუდბორდი, ბრენდბუქი.

სოციალური ქსელების მართვა

ვმართავთ კომპანიის ბიზნეს პლატფორმებს, ვგეგმავთ მიზნობრივ ფასიან სარეკლამო კამპანიებს და მუდმივად ვამოწმებთ შედეგებს საუკეთესო პერფორმანსის მისაღწევად.


სერვისი : სოციალური ქსელების შექმნა, გვერდის სრული კონტროლი, პოსტების განთავსება და გარეკლამება, რეპორტინგი, კამპანიების დაგეგმვა

ვებ დეველოპმენტი

სრული სერვისი ვებსაიტების შექმნისა და ოპტიმიზაციისთვის. ვებსაიტი მომხმარებელს სთავაზობს მოხერხებულ გზას გაეცნონ კომპანიისა და მისი შეთავაზებების შესახებ სრულ ინფორმაციას ფიზიკური ვიზიტებისა და სატელეფონო ზარების გარეშე.


სერვისი: საიტის სირთულის განსაზღვრა, ფუნქციონალის შეფასება, ტექნიკური თასქების დაწერა, UI/UX დიზაინი, UX კვლევა, ვებსაიტი.

SEO ოპტიმიზაცია

ეფექტური მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც თქვენი ვებგვერდის პოზიციებს გააუმჯობესებს საძიებო სისტემაში, რაც გაზრდის თქვენი ბრენდის ცნობადობას.


სერვისი: საძიებო სიტყვების კვლევა, შიდა და ტექნიკური SEO ოპტიმიზაცია

კონტენტის შექმნა

აუდიტორიის განსაზღვრის შემდეგ წინასწარ განვსაზღვრავთ პოსტების შინაარსს და ვქმნით კალენდარს, რომელშიც ვწერთ დეტალურ გეგმას ერთი თვის განმავლობაში. ეს საშუალებას გვაძლევს გავხადოთ სამუშაო პროცესი სრულიად გამჭვირვალე ჩვენი მომხმარებლებისთვის. ვმუშაობთ ტექსტური, თუ ვიზუალური კონტენტის შექმნაზე, რომელიც პროდუქტს საუკეთესოდ წარმოაჩენს.


სერვისი: კონტენტ კალენდრის გაწერა, პოსტების შინაარსის განსაზღვრა, გრაფიკული ნამუშევრების შექმნა, პოსტის ქოფის შექმნა.

ფოტო/ვიდეო გადაღება

პროფესიონალური ფოტო და ვიდეო გადაღების სერვისები, რომლებიც მოიცავს ბრენდის, პროდუქტებისა და სერვისების ვიზუალურ პრეზენტაციას.


სერვისი: ბრიფის შექმნა, რეფერენსების მოძიება, გადაღებების დაგეგმვა, ფოტო-ვიდეო მასალის დამუშავება

ბრენდ აუდიტი

ბრენდ აუდიტი კომპანიის ბრენდის სტრატეგიების, ბრენდინგის და ბაზარზე პოზიციონირების დეტალური მიმოხილვაა, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრა და შესაძლებლობებისა და ინოვაციების აღმოჩენა, რათა გავაუმჯობესოთ ბრენდის სტრატეგია, იმიჯი და ბაზარზე სწორად პოზიციონირებით მიაღწიოთ უკეთეს შედეგებს.


სერვისი: ფეიჯის აუდიტი, ბრენდ ანალიტიკა, რეკომენდაციები, იმპლემენტაციის მხარდაჭერა, სოციალური მედიის ბრიფი, კონკურენტების შესწავლა, კონტენტის მიმართულებების განსაზღვრა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა

Google Ads

ეფექტური რეკლამები, რომლებიც მაქსიმალურად იზიდავს მომხმარებლებს და ზრდის თქვენი ბიზნესის ხილვადობას, ხოლო რეკლამის ბიუჯეტზე სრული კონტროლი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ ოპტიმალური შედეგები მინიმალურ ხარჯზე.


სერვისები: სარეკლამო კამპანიების შექმნა და მართვა, სრული კონტროლი და რეპორტინგი.

ჩვენი პარტნიორები

თავში დაბრუნება
GEO