დაგვიკავშირდით

რატომ არ უნდა დაპოსტო ერთდროულად რამდენიმე სოციალურ ქსელში?

რატომ არ უნდა დაპოსტო ერთდროულად რამდენიმე სოციალურ ქსელში?

2022 წელია და ჯერ ისევ ყველა პლატფორმაზე ერთდროულად პოსტავ? ცოტა არ იყოს, ასე შენი კონტენტი სპამს უფრო ემსგავსება. და საერთოდაც, ამ გზამ შესაძლოა, შენს პირად თუ ბიზნესექაუნთს წარმატებაში ხელიც შეუშალოს. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის, წარმოგიდგენთ 5 მიზეზს, თუ რატომ უნდა ავარიდოთ თავი სოციალურ ქსელებში პოსტების ერთ დროს განთავსებას:

ჩათვალეთ, საჭირო ჩართულობა დაკარგულია. წარმოიდგინეთ, რომ უფროსი ან ოჯახის წევრი გავალებთ, ერთდროულად სამი განსხვავებული საქმის კეთებას სამი განსხვავებული ადგილიდან. შეუძლებელია, არა? ზუსტად ასე არ გამოუვა შენს აუდიტორიას ერთდროულად იყოს TikTok-ზე, Snapchat-ზე და Instagram-ზე. ასეთ შემთხვევაში, ადამიანები ძირითადად ერთ სოციალურ ქსელში იხილავენ შენს პოსტს, ხოლო მეორეზე უბრალოდ გამოტოვებენ.

 

აუდიტორია სხვადასხვა პლატფორმაზე განსხვავებულ დროს არის აქტიური. განსაკუთრებით კი ეს იმ კატეგორიას ეხება, რომელსაც სურს თავისი კონტენტი უცხოურ აუდიტორიას გააცნოს. ამიტომ საჭიროა, სოციალურ ქსელებში პოსტები განათავსო დღის განსხვავებულ მონაკვეთებში. დროის უფრო ზუსტად და სწორად შესარჩევად გიზიარებთ დამხმარე ლინკს: https://cutt.ly/FVspgjZ

ყველა სოციალურ ქსელს სჭირდება მასზე მორგებული პოსტი. გასათვალისწინებელი დეტალების სია არც ისე ცოტაა:

  • სურათის ფაილის ზომა
  • გამოსახულების ზომები
  • ფორმატი
  • მინიმალური და მაქსიმალური პიქსელის მოთხოვნები
  • CTA ჩართვა

მაგალითად, წარმოიდგინე, გადაიღე ვიდეო, სადაც შენს აუდიტორიას ასწავლი გემრიელი კექსის მომზადებას. ვიდეო ერთდროულად ატვირთე Instagram-სა და YouTube-ზე. ერთი შეხედვით არაფერი შავდება, არა? ცდები. ორივე პლატფორმას ვიდეოს განსხვავებული ფორმატი სჭირდება. ამიტომ ის, რაც  Instagram-ისთვის მისაღებია, შეიძლება YouTube-ისთვის მიუღებელი იყოს.

 

ნუ იქნები შემაწუხებელი. ადამიანებს სოციალურ ქსელებში ერთნაირი პოსტების ათჯერ ნახვა აღიზიანებთ. ნუ ვაღიაროთ, ყველას გვაღიზიანებს. ასეთ დროს კი მარტივი გამოსავალი, უბრალოდ ასქროლვაა. ხომ არ გსურს პოსტი, რომელზეც საათები ან დღეები დახარჯე, დააიგნორონ? ამიტომ გადაანაწილე ასატვირთი დრო სწორად.

ფრთხილად, სპამი! ერთი და იგივე პოსტის 2 ან მეტ სოციალურ ქსელში განთავსება ძალიან არაპროფესიონალურად გამოიყურება. ერთი მხრივ, ჩანს, რომ დროის განაწილებაზე და შენი აუდიტორიის აქტიურობაზე საერთოდ არ ფიქრობ, მეორე მხრივ კი თითქოს, ყველა ადამიანის ყურადღების მიპყრობას ცდილობ. მსგავსი მეთოდი არამხოლოდ არაპროფესიონალურია, არამედ ხშირად ის სპამსაც ემსგავსება.

მოკლედ, თუ გსურს, აუდიტორიის გულები ნებისმიერ სოციალურ ქსელში დაიპყრო, გადაანაწილე სწორად დრო, პოსტების თემატიკა, ტექსტი და ვიზუალი ყველა პლატფორმაზე.