დაგვიკავშირდით

გურმანების გულისკენ მიმავალი გზა ქოთნის ლობიოზე გადის

  • მთავარი / Uncategorized / გურმანების გულისკენ მიმავალი…

გურმანების გულისკენ მიმავალი გზა ქოთნის ლობიოზე გადის

მაშინ, როცა მოშივებული ოფისი ცდილობს ერთხმად გადაწყვიტოს, რა უნდათ ლანჩზე, ან როცა სახლში მარტო დარჩენილი ვერ ირჩევთ, ისევ პიცა გინდათ თუ ისევ შაურმა, „ტრაპეზარიაში“ კარგად შეკმაზული, ქოთნის ლობიო თუხთუხებს.

„ტრაპეზარია“ სრულიად ახალი და, ამავდროულად, კარგად ნაცნობი სიტყვაა კვების ქართულ ბაზარზე. მთავარი კოზირიც სწორედ ეს არის – დაუბრუნო მონატრებული, სახლური გემო ბურგერებით მობეზრებულ ხალხს. ახალმა კვების ობიექტმა არც კრეატივი დაიკლო და ვუალა! მარკეტინგულად სწორად შეფუთული ქოთნით „ტრაპეზარია“ თამაშში ჩაერთო.

რატომ ლობიო და რატომ ქოთანში?

მოდით, ბავშვობის ცოტა მივიწყებული გემო გავიხსენოთ: ბებოსთან, სოფელში, გახურებული ღუმელი, კარგად დამჟავებული, ხრაშუნა მწნილი, ლობიოთი სავსე თიხის ქოთანი… ქინძის, ოხრახუშისა და ქონდრის სურნელი ჰაერში ახალი შეშის არომატს ერევა… იგრძენით? მაშინ ჩათვალეთ, „ტრაპეზარიას“ სანახევროდ უკვე გემო გაუგეთ, ახლა თავად მისი დაგემოვნება დაგრჩათ.

ჰოდა წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად პირდაპირ თქვენი ოფისის მაგიდაზე რომ აღმოჩნდეს, კარგი აზრია, არა?

ასე ჩაეჭიდა ამ იდეას „ტრაპეზარია,“ ხორციც შეასხა და სულ მცირე დროში ხალხის გულებიც დაიპყრო (კუჭებიც კი)…

თუმცა აქვე გეტყვით, ამ კვების ობიექტს გურმანული მაგია მხოლოდ ტრადიციულ გემოებში არ უპოვია. რაიმე განსხვავებული, ტროპიკული და არატროპიკული ნაზავი, შოკოლადის დესერტი ან ნატურალური წვენი თუ მოგინდათ, იმედები არც თქვენ გაგიცრუვდებათ.

და თუ კარგად დანაყრების იდეას შეჰყევით, ცოტა რამ ლობიოსა და ქართული გემოების თამაშზე:

ამბობენ, ლობიო მაშინ არის ნამდვილად გემრიელი, თუ მას 8 სახის მწვანილი და სანელებელი ურევიაო. აღმოსავლეთ საქართველომ ლობიოს შეჭამანდს ალღო ნამდვილად კარგად აუღო და მოხარშულ წვნიან ლობიოს, მწვანილთან ერთად, ცხიმში მოშუშული ხახვიც დაუმატა. დასავლეთში ლობიოს მეწყვილედ მჭადი, ყველი, მწნილი და ახალი მწვანილი ლიდერობს, როცა აღმოსავლეთ საქართველოში თონის პურს, გუდის ყველს და მწვანილთან ერთად, ბოლოკსაც ამჯობინებენ.

აბა, უკვე ტრაპეზის დრო ხომ არ მოვიდა?