დაგვიკავშირდით

TOP 5 მარკეტინგული სტრატეგია შენი YouTube-არხისთვის

TOP 5 მარკეტინგული სტრატეგია შენი YouTube-არხისთვის

TOP 5 Marketing strategies for your YouTube Channel

2022 წელს Google-ის შემდეგ YouTube გახდა ყველაზე პოპულარული პლატფორმა ონლაინსივრცეში. მისი მომხმარებლების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს და 2 მილიარდს უტოლდება. ამიტომ, რატომაც არა? აქციე შენი ბიზნესი ამ უზარმაზარი აუდიტორიის ნაწილად. გთავაზობთ 2022 წლის ყველაზე გამოსადეგ TOP 5 სტრატეგიას უკეთესი YouTube-მარკეტინგისთვის.

შეარჩიე YouTube-არხისთვის სახელი ჭკვიანურად. უჩვეულო, მაგრამ დასამახსოვრებელ სახელებს აუდიტორია მარტივად იტაცებს. დასახული მიზნისა და სტრატეგიის მიხედვით განსხვავებული ტიპის სახელები არსებობს. მაგალითად, თუ პერსონალური YouTube-არხის შექმნა სურთ, ხშირად საკუთარ გვარსა და სახელს იყენებენ. ზოგჯერ კი სათაურშივე ჩანს არხის მთლიანი ძირითადი კონტენტი (მაგალითად, კარგად ნაცნობი 5-Minute Crafts).

 

თვალი ადევნე ყველაზე ცნობილ YouTube-არხებს. იმისთვის, რომ არ ჩამორჩე ტრენდებს და აითვისო მარტივი ხრიკები აუდიტორიის გასაზრდელად, ყურადღება მიაქციე შენთვის საინტერესო და ცნობად არხებს. გაითვალისწინე:

  • როგორი ტიპის ტექსტები დაერთვის მათ ვიდეოს
  • როგორ იყენებენ ლინკებს
  • როგორ ამონტაჟებენ ვიდეოებს
  • Thumbnails – ვიზუალი, რომელსაც ვიდეოს გახსნამდე ვხედავთ

WordPress.tv, WeDevs, WP Beginner – სტრატეგიის უკეთ დასახვეწად გიზიარებთ ლინკს, სადაც 2022 წლის ყველაზე პოპულარული YouTube-არხებია თავმოყრილი: https://cutt.ly/MXaApYX

 

დრო და თანმიმდევრობა. ატვირთე ვიდეო ფიქსირებული დროით და თანმიმდევრობის სწორი დაცვით. ყველა YouTube-არხს თავისი ინდივიდუალური გრაფიკი აქვს, თუმცა კვლევების შედეგად კვირის გარკვეული დღეები და საათები აუდიტორიის მეტი აქტიურობით გამოირჩევა.

ორშაბათი – ოთხშაბათი: 2pm-4pm

ხუთშაბათი-პარასკევი: 12pm-3pm

შაბათი-კვირა: 9am-11am

აქვე გვახსოვდეს, რომ გეოგრაფიული არეალის, სოციალური და კულტურული ცხოვრების მიხედვით, დროის სწორი ფაზა ყველა ქვეყანაში განსხვავებულია. ამიტომ, შენი სტრატეგია გაამართლებს, თუ დროის შერჩევისას მეტ დეტალს გაითვალისწინებ.

ვიდეოს აღწერა და სათაურები წარმატებული სტრატეგიისთვის.  არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად დახვეწილი და კრეატიულია ვიდეოს ვიზუალი. თუ მას თან სახალისო, დამაინტრიგებელი და მარტივი სათაური არ ახლავს, პოტენციურ მნახველთა დიდი რაოდენობა დაკარგულია. რა უნდა ვქნათ მათ შესანარჩუნებლად?

  • გამოიყენე მოკლე სათაური
  • წერე გარკვევით და გასაგებად
  • აუხსენი მაყურებელს, რატომ უნდა ნახოს შენი ვიდეო

თვალი ადევნე რიცხვებს. იმისთვის, რომ ზუსტად იცოდე, რამდენად კარგად მუშაობს შენი სტრატეგია, ჩამოწერე თვის ბოლოს შემდეგი მაჩვენებლები:

  • Subscribers
  • Views
  • View duration
  • Top videos
  • Watch time
  • Impressions
  • Your click-through rate (CTR)

შენი YouTube-არხისთვის კონტენტის სწორად შერჩევა და სტრატეგიების გონივრულად ჩამოყალიბება დიდი და რთული პროცესია. თუმცა ფაქტია, YouTube-მა თავისი პირველი ვიდეოდან „Me at the zoo“ განვითარების დიდი გზა განვლო და შენი ბიზნესისთვის საკმაოდ მომგებიან პლატფორმადაც იქცა.