დაგვიკავშირდით

NFT ციფრული ხელოვნების რევოლუცია

NFT ციფრული ხელოვნების რევოლუცია

 

2021 წლის დასაწყისში კაცობრიობამ ციფრული ხელოვნების ერაში შეაბიჯა.

ამ პერიოდში აქამდე წარმოუდგენელი ამბები მოხდა. მაგალითად, Twitter-ის ისტორიაში პირველი პოსტი, რომელიც პლატფორმის დამფუძნებელმა, ჯეკ დორსიმ შექმნა, თითქმის 3 000 000 დოლარად გაიყიდა. NBA-ს მატჩის მოკლე მომენტი 208 000 დოლარად შეიძინა დღევანდელმა მფლობელმა. ხოლო ცისარტყელას ცნობილი გიფი, ნიან კატასთან ერთად, მოულოდნელად, ვიღაცის საკუთრება გახდა და ამისთვის მსურველს  600 ათასი დოლარის გადახდა მოუწია.

 

თუ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, რაზე ვსაუბრობთ, ახლავე აგიხსნით.

ჩვენ ვსაუბრობთ ციფრულ ხელოვნებაზე, იგივე NFT რევოლუციაზე!

 

რა არის NFT?

NFT არის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ციფრული ქონება, უმეტესად, ციფრული ხელოვნების ნიმუში.

აბრევიატურა (non fungible token) პირდაპირ ითარგმნება, როგორც არაჩანაცვლებადი ტოკენი. მაგრამ რას გვეუბნება ეს სიტყვები? მოდით, დეტალურად განვიხილოთ:

 

მაგალითისთვის ავიღოთ ყველაზე ცნობილი ნახატი, „მონა-ლიზა“, რომელიც განთავსებულია საფრანგეთში, ლუვრის ერთ-ერთი დარბაზის კედელზე. მონა-ლიზა  ერთია და ორ კედელზე ვერ დავკიდებთ. მაგრამ მონა-ლიზას, როგორც ციფრულ ნამუშევარს, გადმოვწერთ რამდენჯერაც გაგვიხარდება.

ხომ არ დაიბენით? არა უშავს, ახლავე აგიხსნით, სად იმალება ძაღლის თავი.  რამდენჯერაც არ უნდა ჩამოვწეროთ ინტერნეტიდან „მონა-ლიზას“ ციფრული ვერსია, ორიგინალის მფლობელი მხოლოდ ერთია.

ორიგინალი, ამ შემთხვევაში, არის მხოლოდ ის ვერსია, რომელიც ვერიფიცირებულია. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რომელსაც კრიპტოვალუტის ავთენტიფიკაცია აქვს.

შესაბამისად,  NFT-ს ავტორს საკუთარი ნამუშევრისთვის მინიჭებული აქვს უნიკალური NFT-ს ტიტული (Badge) – ეს ადასტურებს, რომ ნამუშევარი ორიგინალია, ვერიფიცირებული.

შეიძლება გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გრაფიკულ ნამუშევრებთან ასოცირდება, მაგრამ ასე არ არის. NFT  შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც ციფრულია, იქნება ეს  ნახატები, ხმოვანი ვიდეო, მუსიკა, ფოტოები, გიფები, პოსტები და სქრინშოთებიც კი.

 

სად ვიყიდო ან გავყიდო NFT?

 

NFT მარკეტები უკვე საკმაოდ ბევრია. მათი ყიდვისა და გაყიდვისთვის,

პირველ რიგში, უნდა გქონდეს Ethereum-ს კრიპტოსაფულე.

ყველაზე ცნობილი საფულეებია BinanceBlockchain და სხვა.

შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხვა პლატფორმაზე დარეგისტრირება და NFT ნამუშევრების განთავსება.

მოცემულ მომენტში OpenSeaRaribleNifty Gateway  საუკეთესო სივრცეებია თქვენი ციფრული ნამუშევრების გასაყიდად.

ამ პლატფორმების დახმარებით უამრავმა ხელოვანმა შეძლო საზოგადოებისთვის საკუთარი ნამუშევრების გაზიარება.