დაგვიკავშირდით

MEME მარკეტინგი 2022

MEME მარკეტინგი 2022

MEME მარკეტინგი 2022

„როცა დილით ყავის დალევა ვერ მოასწარი…“ „მე: ხვალ დილიდან ვარჯიშს ვიწყებ, ასევე მე: ხვალ დილით…“ „მომენტი, როდესაც დედლაინები გეწევა…“ – ეს ფრაზები საიდანღაც ხომ არ გეცნობათ?

უკვე დიდი ხანია მიმებმა სოციალური ქსელები დაიპყრო. ტრენდები ერთი მეორეს მიყოლებით იცვლება და ხალხის გონებასაც მარტივად ეპატრონება. მიზეზი მარტივია – ყველასთვის გასაგები იუმორი,  მიმდინარე მოვლენებთან რელევანტური კავშირი და სწორი ვიზუალური თუ ტექსტობრივი მასალა.

რა შუაშია მარკეტინგი და ჩემი ბიზნესი მიმებთან?

საქმე ისაა, რომ მიმები მხოლოდ GEN Z თაობის გასართობად, სქროლვისა და იუმორისტული პოსტებისთვის არაა განკუთვნილი. თუკი ყველაფერს სწორად, გამიზნულად, გონივრულად და კრეატიულად გააკეთებთ, მიმებს შეუძლიათ, აუდიტორია გაზარდონ ან, სულაც, თქვენი პროდუქცია გაყიდონ.

ხოლო უფრო ზუსტად რა სასწაულების მოხდენა შეუძლია მიმებს ბიზნესისთვის, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

რა არის MEME მარკეტინგი და რატომ უნდა შევიტანოთ ის მარკეტინგულ სტრატეგიაში?

მეტი გართობა და ნაკლები ფიქრი – მიმები იდეალური საშუალებაა მარტივი გზით მიიტანო კონკრეტული მესიჯი ან მთლიანი ისტორია აუდიტორიამდე. მიმების გაზიარებისგან სოც. ქსელების მომხმარებლები თავს არასდროს იკავებენ, ეს კი გაზრდის თქვენს აუდიტორიას და პოტენციური მომხმარებლების დაინტერესების შანსს მოგცემთ.

უკვე არაერთი ბრენდი იყენებს წარმატებული მარკეტინგისთვის მიმებს, რომელთა შორის ყველაზე მომგებიანი გამოდგა:

მიმები, რომლებიც უკვე ტრენდად ქცეულია და აუდიტორიას ატაცებული აქვს

მიმები, რომლებსაც ჩვენი ტვინი წამებში აღიქვამს

მიმები, განკუთვნილი სპეციალურად მეტი გაზიარებისთვის

მიმები, რომლებიც აჩვენებს თქვენი ბიზნესისა და აუდიტორიის მსგავსებას

 

 

 

 

საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მიმების უამრავი ტიპი არსებობს –  გიფები, ვიდეოები თუ სქრინშოტებით შემდგარი იუმორისტული პოსტები. დროთა განმავლობაში მათი ფორმა, თემატიკა, ვიზუალური თუ ტექსტობრივი მხარე შეიძლება უამრავჯერ შეიცვალოს და ახალ მოვლენებს მოერგოს. ამიტომაც ბიზნესის სოციალური ქსელებისთვის მთავარია არ მოადუნოთ ყურადღება, დაუგდოთ ყური თქვენს აუდიტორიას და, რა თქმა უნდა, დაიცვათ ზღვარი ხუმრობასა და აუდიტორიისთვის მიუღებელ იუმორს შორის. ეს კი ცალკე პროფესიონალიზმს მოითხოვს…

გართობა, საქმე, მოგება – მიმკულტურა 2022 წელს კიდევ უფრო ტრენდული და მრავლისმომცველი ხდება, ამიტომ, დროა, თქვენმა ბიზნესმაც გაითავისოს სიახლეები.