დაგვიკავშირდით

Lens v.s. DSLR – რომელია უფრო მნიშვნელოვანი

Lens & DSLR ლინზა & კამერა

Lens v.s. DSLR – რომელია უფრო მნიშვნელოვანი

Lens Lens Lens!

სტატიაში გავიგებთ ვინ იმარჯვებს Lens v.s DSLR ბრძოლაში. განვიხილავთ  თუ როგორი ლინზები გვესაჭიროება და რამდენად მნიშვნელოვანია მათ შესახებ სწორი ინფორმაციის ქონა. ასევე რამდენად დიდ როლს ასრულებს ლინზა რეალურად ციფრულ კამერასთან შედარებით.

ფოტოგრაფიით გატაცებულთა უმრავლესობა ყოველთვის ახალ ფოტოაპარატს ეძებს. ამოირჩევს სასურველს და შეძენამდე უკვე გრძნობს კიდეც, როგორ კადრებს დაიჭერს. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ გადაღებული კადრები მოლოდინს ვერ ამართლებს ახალი ფოტოაპარატითაც კი. სწორედ ამის შემდგომ იწყებენ მოყვარული ფოტოგრაფები მიზეზების გარკვევას. მიზეზი კი უმრავლეს შემთხვევაში ლინზაა.  ლინზების მახასიათებლები მრავალია, თუმცა ამ შემთხვევაში განვიხილოთ მარტივად, მილიმეტრულობისა და დიაფრაგმის მიხედვით.

სტანდარტული ლინზა, რომელიც ძირითად შემთხვევებში მოჰყვება ფოტოაპარატს, არის 18-55მმ.  ამას თავისი მიზეზიც აქვს. 18-55 მილიმეტრიანი ლინზა, არის საკმაოდ უნივერსალური, რათა მოყვარულმა ნებისმიერ სიტუაციაში,  მიიღოს საშუალო დონის კადრი.  ქვედა ნიშნულის, 18მმ-ის წყალობით, ლინზა საშუალებას გვაძლევს საკმაოდ ფართო კუთხე დავაფიქსიროთ ფოტოზე. თუნდაც პატარა ზომის ოთახში ოჯახის ყველა წევრი ჩავატიო.  ზედა ნიშნული,  55მმ,  ახლო კადრების აღების შემთხვევაში, ხარისხის შენარჩუნების საშუალებას გვაძლევს.

Canon 18-55mm  Lens მიახლოებითი საბაზრო ფასი 150$

Canon Ef 18-55  Lens

ქენონის 18-55 ლინზის 18მმ ით გადაღებული ფოტო

ქენონის 18-55 ლინზის 55მმ-ით გადაღებული ფოტო

 

 

 

 

მოცემულ ფოტოებს შესაძლოა არაფერი დავუწუნოთ, თუმცა უფრო მაღალ დონეზე გადაღება ყოველთვის შესაძლებელია. ამისთვის კი ფოტოგრაფი გამოიყენებდა 50მმ-იან ლინზას. იქიდან გამომდინარე, რომ ვახსენეთ მხოლოდ ერთი რიცხვი, ეს ნიშნავს შემდეგს – ლინზას აქვს ფიქსირებული მანძილი და არ აქვს მიახლოება-დაშორების შესაძლებლობა. შესაბამისად, მას ვერ გამოვიყენებთ ნებისმიერ სიტუაციაში, თუმცა 50მმ-იანი ლინზის ერთხელ გამოყენება და თქვენ მას ვერასდროს დაშორდებით. უფრო მეტიც, ეცდებით ისეთი კადრებიც გადაიღოთ, რომლებსაც ეს ლინზა საერთოდ არ უხდება. 50მმ-იანი ლინზა, ასევე განსხვავდება დიაფრაგმის გახსნის მაჩვენებლით. გვაქვს 1.8 / 1.4 და 1/2  მაჩვენებლით მათი ფასიც შესაბამისად იზრდება.

Canon EF 50mm f 1.8 f1.4 f1.2 - Lens
ქენონის ფიქსირებული 50 მილიმეტრიანი ლინზები

Canon 50mm 1.8 მიახლოებითი საბაზრო ფასი – 125$

Canon 50mm 1.4 მიახლოებითი საბაზრო ფასი – 400$

Canon 50mm 1.2 მიახლოებითი საბაზრო ფასი – 1700$

50მმ 1.2 დიაფრაგმის მქონე ლინზე ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ის უფრო გაცილებით უკეთეს კადრს დაგვაჭერინებს, ვიდრე 1.4 ან 1.8. არის მომენტები, როდესაც განსხვავება თითქმის შეუმჩნეველია.

1.8                                                                            1.4                                                                                     1.2

ქენონის 50მმ 1.8 დიაფრაგმის ლინზით გადაღებული ფოტო

ქენონის 50მმ 1.4 დიაფრაგმის ლინზით გადაღებული ფოტო

ქენონის 50მმ 1.2 დიაგრაგმის ლინზით გადაღებული ფოტო

 

 

 

 

 

შეგვიძლია გადავინაცვლოთ ასევე საკმაოდ პოპულარულ ლინზებზე, რომლებსაც ინტერიერის ფოტოგრაფიისთვის იყენებენ. ამ მიმართულებით ბევრ ლინზას გამოარჩევენ და ეს ნაწილობრივ გემოვნების საკითხიცაა, თუმცა ჩვენ ამოვირჩიეთ  Canon TS-E 17mm.

 TS-E 17mm Lens- მიახლოებითი საბაზრო ფასი – 2150$

ქენონის 17მმ ფიქსირებული ლინზა

ქენონის 17მმ ლინზით გადაღებული ფოტო

ქენონის 17მმ ლინზით გადაღებული ფოტო

 

 

 

 

ფოტოებიდანაც ნათლად ჩანს, რომ მოცემული ლინზა იდეალურად ასრულებს დაკისრებულ საქმეს.  ბიუჯეტური ვარიანტების მოძიებას თუ დავიწყებთ, მაშინ შეგვიძლია შევარჩიოთ 10-18მმ.

EF-S 10-18mm – მიახლოებითი საბაზრო ღირებულება 300$

ქენონის 10-18 მმ ლინზა

ქენონის 10-18 მილიმეტრული ლინზით გადაღებული ფოტო

ქენონი 10-18 მმ ლინზით გადაღებული ფოტოსურათი

 

 

 

 

ალბათ, ყველასთვის მიმზიდველად და ცოტა უცნაურად გამოიყურება  ველურ ბუნებაში მყოფი ფოტოგრაფების ლინზები. ისინი სნაიპერის შაშხანასაც კი წააგავს ზომით.  ამ მიმართულებით განსახილველად ავიღოთ Canon EF 100-400mm. მოცემული ლინზა იდეალურია ბუნებაში, თუნდაც გარეული ცხოველების დასაფიქსირებლად.  ის საშუალებას გვაძლევს შორი მანძილიდანაც იდეალური ხარისხის ფოტოები გადავიღოთ. მისი მილიმეტრულობის ზედა ზღვარის წყალობით მოცემული ლინზა იდეალურია ჩიტების ახლო კადრების დასაფიქსირებლად.

 EF 100-400mm – მიახლოებითი საბაზრო ფასი – 2400$

ქენონის 100-400 მილიმეტრული ლინზა

ქენონის 100-400 ლინზით გადაღებული ფოტოსურათი

ქენონის 100-400 მმ ობიქეტივით გადაღებული ფოტო

 

 

 

 

 

 

ბოლოსთვის მოვიტოვეთ ფოტოგრაფების ყველაზე საყვარელი და მოთხოვნადი ლინზა. ის იდეალურია მრავალი მიმართულებით.  მოცემულ ლინზას შეუძლია მაღალი ხარისხის კადრების დადება, სწრაფად დაჭერილი მომენტების შემთხვევაშიც. სწორედ ამის გამო ლინზა გამოსადეგია ქუჩის ფოტოგრაფიისთვის.  მისი მილიმეტრული ზომა არის სტანდარტული 18-55-ის შუა წერტილი. ეს გახლავთ 35მმ-იანი ლინზა, რომელსაც ქენონის შემთხვევაში ვხვდებით ორი სხვადასხვა დიაფრაგმით. შედარებით ბიუჯეტური ვარიანტში მისი დიაფრაგმა გახლავთ 2.0. ხოლო საუკეთესო კომპლექტაციისთვის უმჯობესი იქნებოდა 1.4-ის შეძენა.  ქუჩის ფოტოგრაფიას ეს ლინზა ბევრად უფრო მიმზიდველს და კომფორტულს გახდის.

 EF 35mm – მიახლოებითი საბაზრო ფასი – 1800$

ქენონის 35მმ ლინზა

ქენონის 35 მილიმეტრული ფიქსირებული ლინზით გადაღებული ფოტო

ქენონის 35მმ ფიქს ლინზით გადაღებული ფოტო

 

 

 

 

 

 

ბონუსი!!!

შესაძლოა დაუჯერებლადაც ჟღერდეს, თუმცა არსებობს ლინზაც, რომლის შეძენა, ჩამოტანა განბაჟება, არც მეტი, არც ნაკლები 55 000 დან 60 000 ლარამდე  დაგიჯდებათ. ეს გახლავთ Canon EF 600mm f4.

Canon EF 600mm f4 ქენონის ფიქსირებული 600 მილიმეტრიანი ლინზით გადაღებული ფოტო 

ჩვენი ფოტო და გრაფიკული ნამუშევრების სანახავად ეწვიეთ Simple Steps-ის ბიჰენსს – https://www.behance.net/simplesteps

ან გადადით ჩვენს პორტფოლიოზე – https://simplesteps.ge/porfolios/