დაგვიკავშირდით

ინსტაგრამი ახალ ფუნქციას – Subscriptions – ტესტავს. 

  • მთავარი / Uncategorized / ინსტაგრამი ახალ ფუნქციას…

ინსტაგრამი ახალ ფუნქციას – Subscriptions – ტესტავს. 

 

ეს ფუნქცია კონტენტის შემქმნელებს დაეხმარება ინსტაგრამიდან მოსალოდნელი შემოსავლის პროგნოზირებაში. 

 

ეს ფუნქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკელი კრეატორების მცირე ჯგუფზე იტესტება და მალე შედეგებიც გახდება ცნობილი. 

რას გვთავაზობს Subscription ახალი ღილაკი? 

 

კრეატორებს შესაძლებლობა ექნებათ, თავიანთ პროფილზე ამ ფუნქციის დამატებით,  ყოველთვიური გადასახადი დააწესონ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გახდებიან მათი გვერდის გამომწერნი 

შედეგად, გამომწერებს ექნებათ ექსკლუზიურ კონტენტზე წვდომა და ყველა დამატებითი სარგებელი, რომელსაც კრეატორი მათ შესთავაზებს.  

გარდა ამისა, შეეძლებათ, სთორები ცალკე, თავიანთი გამომწერებისთვის ატვირთონ და მეტიც, ლაივშიც მხოლოდ თავიანთი გამომწერებისთვის გავიდნენ. 

როგორ გამოარჩევენ  ჩვეულებრივ ფოლოუერს გვერდის გამომწერისგან? 

კრეატორებს შეეძლებათ, გამომწერებს ე.წ. badge (ნიშანი) დაადონ. შედეგად, ინსტაგრამ პლატფორმის ფარგლებში თავიანთი გამომწერების ამოცნობას მარტივად შეძლებენ.