დაგვიკავშირდით

ინსტაგრამ-სთორები-თქვენი-ბიზნესისთვის

  • მთავარი / ბლოგი / ინსტაგრამ-სთორები-თქვენი-ბიზნესისთვის

ინსტაგრამ-სთორები-თქვენი-ბიზნესისთვის

 

როდესაც სიტყვა „სთორს“ ვახსენებთ, მაშინვე ტრენდად ქცეული ფილრტები, უამრავი სელფი და დილის ყავის ფოტოები გახსენდებათ, არა?

საქმე ასე მარტივადაც არაა, როცა ბიზნეს გვერდის სთორებზე ვსაუბრობთ. რეალურად, ამ 24-საათიან კონტენტს საკმაოდ ფართო შესაძლებლობები აქვს და იგი განვითარების სრულიად ახალ შანსებს იძლევა.

რატომ უნდა გამოვიყენოთ სთორი ჩვენი ბიზნესისთვის?

კვლევებმა აჩვენა, რომ ინსტაგრამის 1 მილიარდი აქტიური მომხმარებლიდან ყოველთვე 500 მილიონი ადამიანი იყენებს სთორებს, ხოლო დაახლოებით 200 მილიონი სტუმრობს დღეში სულ ცოტა ერთ ბიზნეს ექაუნთს. არსებობს ასეთი ტერმინი, FOMO, რაც რაიმეს გამორჩენის შიშს გულისხმობს. აი, რა „აიძულებს“ მომხმარებელს არ გამოტოვოს არცერთი სიახლე და მათ შორის, არცერთი სთორი ინსტაგრამზე. ვის სურს, გამოსადეგი ინფორმაციის დაკარგვა? ასე ხდება თქვენი სთორები თქვენივე სავიზიტო ბარათი.

როგორ გამოვიყენოთ სთორი სწორად?

  1. გაზარდეთ უკუკავშირი, გაიგეთ, რას ფიქრობენ თქვენზე მომხმარებლები, რა სურთ და რას ელიან. ამისთვის კი შეგიძლიათ, დასვათ კითხვები, ჩაატაროთ მინი ქვიზები, შეადაროთ თქვენი პროდუქცია ერთმანეთს, გადაიღოთ მოკლე ტუტორიალები. სთორი გაძლევთ აუდიტორიასთან ახლო, თავისუფალი და კომფორტული კომუნიკაციის დამყარების საშუალებას.

  1. იპოვეთ გზა პოტენციურ მომხმარებელთან დასაკავშირებლად. ჰეშთეგების, ადგილმდებარეობის ან სხვა ექაუნთების მონიშვნით, იზრდება შანსი აუდიტორიის ახალი წევრების მოსაზიდად.
  2. ვებგვერდი გაქვთ? მაშინ მიუთითეთ მისი ლინკი ბიოში და სთორების საშუალებით მოუწოდეთ აუდიტორიას ეწვიონ თქვენს გვერდს. ამ გზით მომხმარებელი, ერთდროულად, თქვენს ინსტაგრამ ექაუნთსაც ნახავს და ოფიციალურ საიტსაც. თუკი თქვენი ბიზნესი ბლოგის წერას მოიცავს, შეგიძლიათ, ახალი ბლოგების ლინკები თავად სთორებში მოათავსოთ.

 

  1. მოაშორეთ დისტანცია თქვენსა და თქვენს აუდიტორიას შორის. განათავსეთ მათი მოკლე ტექსტური ან, უმჯობესია, ვიდეო შეფასებები სთორებზე.
  2. იზრუნეთ ვიზუალურ მხარეზე. ითამაშეთ ფერებით, ფიგურებით, ფონტით… სთორის სტიკერები, გიფები და სხვა ფუნქციები ამის შესაძლებლობას იძლევა. შექმენით ინდივიდუალური და უცხო სტილი.

 

  1. ინსტაგრამის ფილტრებზე გადიდებული ტუჩები და არარეალური სახის ფორმები გახსენდებათ? თქვენთვის უფრო მეტად საინტერესო, გამოსადეგი და თქვენს ბიზნესზე მორგებული ფილტრებიც არსებობს. ყურადღება მიაქციეთ, რომელი მათგანია ტრენდული, ვინტაჟური ეფექტები, ქვიზები თუ სხვა. შეგიძლიათ, ფილტრი თავადაც შექმნათ.
  2. და, რა თქმა უნდა, ამცნეთ ხალხს ყველა სიახლე, ფასდაკლებები, შეთავაზებები და ა.შ. სთორების საშუალებით.

ამრიგად, ინსტაგრამის სთორებს აუდიტორიის მოზიდვის, შენარჩუნებისა და ინფორმირების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ გამოიყენეთ ეს ფუნქცია გონივრულად, კრეატიულად და მომგებიანად.