დაგვიკავშირდით

ინსტაგრამ ჰაილაითები ბიზნესისთვის

  • მთავარი / Uncategorized / ინსტაგრამ ჰაილაითები ბიზნესისთვის

ინსტაგრამ ჰაილაითები ბიზნესისთვის

ინსტაგრამის ჰაილაითები თქვენი საქმიანობის უკეთესი წარმოჩენისთვის ძალიან კარგი საშუალებაა.

მართალია, ჰაილაითები მომხმარებელთა უმეტესობას უკვე აქვს, მაგრამ ცოტას თუ უფიქრია ამ ფუნქციონალის უფრო სტრატეგიულ გამოყენებაზე.

 

რა არის ჰაილაითები?

ფაქტობრივად, თქვენივე სთორები, რომლებსაც ირჩევთ გრძელვადიანი გამოჩენის მიზნით ინსტაგრამ პროფილზე. ამ სექციის შესავსებად, უნდა გადახვიდეთ სთორების არქივში, აირჩიოთ სასურველი შინაარსი, რაოდენობა და დაამატოთ ჰაილაითებს.

 

ვის ჭირდება ჰაილაითები?

ჩვენი პასუხია: ყველას, ვინც ინსტაგრამზეა.

მაგრამ განსაკუთრებით მათ, ვინც ამ პლატფორმას ბიზნესის განვითარებისთვის იყენებს.

გაინტერესებთ, როგორ შეიძლება ჰაილაითებმა შეცვალოს თამაშის წესები? მაშინ გააგრძელეთ კითხვა

 

რა უნდა დაანახოს ჰაილაითებმა მომხმარებელს?

თქვენს ბიზნესგვერდზე სტუმრობის პირველივე წამებიდან ვიზიტორი უნდა მიხვდეს:

  • ვინ ხართ თქვენ
  • რას შეეხება თქვენი ექაუნთი
  • რით შეგიძლიათ დაეხმაროთ მომხმარებელს
  • რას სთავაზობთ და როგორ
  • რომ სანდო ხართ

 

შეიძლება, თავიდან ცოტა გაგიჭირდეთ ყველა რეკომენდაციის რამდენიმე რგოლში გაერთიანება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ძალისხმევა გამართლებულია.

 

როგორ შევქმნათ ჰაილაითები?

პირველ რიგში თქვენ უნდა გქონდეთ სთორების არქივის ფუნქცია ჩართული. მიჰყევით მარტივ ინსტრუქციას:

  1. თქვენი პროფილიდან დააჭირეთ Menu ღილაკს ზედა მარჯვენა კუთხეში
  2. გადადით Settings > Privacy > Story
  3. ჩამოსქროლეთ Save Story to archieve და ჩართეთ ღილაკი

ესეც ასე, არქივი მზადაა. უკვე შეგიძლიათ არქივში არსებული სთორებიდან აირჩიოთ რამდენიმე და შექმნათ თქვენი პირველი ჰაილაითი.

  1. გახსენით სთორი
  2. დააჭირეთ Highlight ღილაკს ქვედა ნაწილში
  3. Add to highlight სექციის გასწვრივ დააჭირეთ ღილაკს New
  4. მოიფიქრეთ სახელი ჰაილაითისთვის (მაგ: ჩემს შესახებ, მომსახურება, ა.შ.)
  5. დააჭირეთ Add და ბოლოს

 

გილოცავთ, თქვენი პირველი ჰაილაითი მზად არის.

 

როგორ დავაორგანიზოთ ჰაილაითები?

  • არ გამოიყენოთ ძალიან დიდი რაოდენობა, რადგან ამით დაკარგავთ სიზუსტის და სისხარტის უპირატესობას. შედეგად, მომხმარებელიც სწრაფად გამოვა სექციიდან:

 

  • 4-6 ჰაილაითი მაქსიმუმ
  • თქვენი იდეალური მომხმარებელი სწრაფად უნდა ახდენდეს სასურველ თემებში ნავიგაციას

 

  • ახსენით, ვინ ხართ, რა არის თქვენი საქმიანობის მიზანი, ამოცანები და როგორ უპასუხებს თქვენი ბიზნესი მომხმარებლის გამოწვევებს

 

  • აუცილებლად გამოყავით პოზიტიური უკუკავშირების სექცია, დაურთეთ სქრინშოთები

 

 

  • ერთი ჰაილაითი დაუთმეთ მომსახურების შესახებ დეტალებსა და აღწერებს

 

  • თუ რამდენიმე მიმართულება გაქვთ, თითო სექცია თითო მიმართულებას დაუთმეთ. მაგალითად:

 

  • ფოტოგადაღება
  • ვიდეომონტაჟი
  • სარეკლამო ტექსტები, ა.შ.

 

გისურვებთ წარმატებას.

თუ გსურთ ინსტაგრამზე თქვენი ბიზნესის პროფილი ვიზუალურად მეტად დახვეწილად გამოიყურებოდეს და, რა თქმა უნდა, გაზარდოთ გაყიდვები, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ მიზნების წარმატებით მიღწევაში.