დაგვიკავშირდით

Facebook Reels – ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის

Facebook Reels – ახალი შესაძლებლობები ბიზნესისთვის

ფეისბუქმა ახალ ფუნქციონალს, Reels-ებს, მწვანე შუქი გლობალურ დონეზე აუნთო და უკვე საქართველოც განახლებულ თამაშში ჩაება.

რას ნიშნავს Reels და როგორ შეიძლება მან ბიზნესგვერდის პოპულარობა გაზარდოს? ამ და სხვა საკითხებს ჩვენს ბლოგში მოკლედ განვიხილავთ.

რა არის Reels?

60-წამიანი ვიდეოები, ორიგინალური ეფექტებითა და აუდიო ელემენტებით, ინსტაგრამმა უკვე დიდი ხნის წინ წარმატებულად დატესტა და დანერგა. ფეისბუქმა თანამოძმე პლატფორმას გვერდი აუბა და სთორების მსგავსად, რილსებს ცალკე პანელიც გამოუყო. თუმცა ეს ყველაფერი არაა. ფეისბუქი იძლევა ინსტაგრამის რილსების გაზიარების შესაძლებლობასაც. ამ გზით თქვენს ორ პლატფრომაზე ახალი აუდიტორიის მოზიდვის შანსი ერთდროულად იზრდება.

3 მთავარი სარგებელი Facebook Reels-ისგან

ინსტაგრამისგან განსხვავებით, ფეისბუქის გვერდზე გაზიარებული და ცალკე შექმნილი რილსებიც სიახლეების ველზე ხვდება. რაც მთავარია, რილსების ნახვა შეეძლება ყველას, თქვენს ფოლოვერებს და არაფოლოვერებსაც. ესაა შეუცვლელი და დიდი შესაძლებლობა, მისცე დიდ აუდიტორიას შანსი, აღმოგაჩინოს.

შემდეგი უპირატესობა ბრენდის უკეთესად წარმოჩენის ხერხებია. თუკი თქვენს ბიზნესს მხიარულ, მელოდიურ, გასართობ რილსებს მოარგებთ, თქვენი კრეატივი აუდიტორიის ყურადღებას ნამდვილად მიიქცევს და მათ გულებსაც დაიპყრობს.

და, რა თქმა უნდა, უკეთესი ალგორითმი – ის, რაც ამ ახალ ფუნქციონალს ყველა დანარჩენისგან გამოარჩევს. საქმე ისაა, რომ რილსებისა და ტიკტოკის ალგორითმი ერთმანეთს ჰგავს. მაშინ, როცა ბიზნესგვერდები ცდილობენ, მხოლოდ სთორებით ესაუბრონ მომხმარებლებს, რილსებს თქვენი პროდუქციის დიდ აუდიტორიაზე გაყვანა შეუძლია.

როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ Reels-ები?

ამისთვის საჭიროა, შევიდეთ ფეისბუქის აპლიკაციაში და სთორების პანელის გვერდით მყოფი რილსების პანელი ავირჩიოთ, საიდანაც შევძლებთ ტიკტოკისა და ინსტაგრამის მსგავსად ვიდეოების გადაღებას, ან უკვე გადაღებულის ატვირთვას. ამასთან შეგიძლიათ, ნებისმიერი ფეისბუქ სთორი რილსებად აქციოთ.

 

 

გამოიყენეთ რამდენიმე მეთოდი, მაგალითად, სტიკერები, გიფები ან ფილტრები და განათავსეთ კარგად შეფუთული ვიდეო კონტენტი ფეისბუქზე.

 

ვინ იცის, წინ კიდევ რამდენი ახალი შესაძლებლობა გველოდება…