დაგვიკავშირდით

რა არის ,,ემოციური ბრენდინგი”?

რა არის ,,ემოციური ბრენდინგი”?

როგორ დავაკავშიროთ ბრენდი ადამიანის ემოციებთან

How to connect a brand with human emotions

რა არის ,,ემოციური ბრენდინგი”?

ტერმინი გაჩნდა მას შემდეგ, რაც კომპანიებმა გააცნობიერეს, რომ ხალხი დაიღალა გაყიდვით.

,,ემოციური ბრენდინგი” გვეუბნება : „მინდა რომ გრძნობდე”, „მინდა იყიდო”-ს ნაცვლად , ესე უფრო ეფექტურია აუდიტორიასთან დაკავშირება.

წარმატებული ემოციური ბრენდინგის მაგალითები:

როდესაც მომხმარებელს აქვს ემოციური რეაქცია ბრენდის მიმართ, იქმნება ძლიერი და ხანგრძლივი მიჯაჭვულობა.

დიდ, ცნობილ ბრენდებზე საუბრისას ხშირად გვაქვს მათთან დაკავშირებული გრძნობები.

იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლებისთვის ეთქვათ, რომ მანქანა საუკეთესო ფუნქციების მქონე გამოგონებაა დაბალ ფასად, გაუსვეს ხაზი იმას,რომ მანქანა ეკონომიურია და მისი მართვით ადამიანი დიდი მოძრაობის ნაწილი ხდება.

  • კოკა-კოლა – ბედნიერება და ახალი წელი
  • დისნეი – ბავშვობა და ოჯახი
  • კოდაკი – ნოსტალგია

ადამიანთა უმეტესობას, სახლში ყავის მოსამზადებლად ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს,თუმცა ისინი მაინც გაივლიან დამატებით ხუთ წუთს, რათა გადაიხადონ რამდენიმე დოლარი Starbucks-ის ლატეში.

გზად ისინი გაივლიან სამ მაკდონალდსს, სადაც ყავის მიღებას შეძლებდნენ შედარებით ნაკლებ ფასად,მაგრამ Starbucks-მა ყავა ფუფუნებად, თვითგანებივრებულ პროდუქტად აქცია.

ეს უფრო მეტია ვიდრე კოფეინის მიღება, ეს ცხოვრების წესია.

ემოციური ბრენდინგის წარმატებული მაგალითებისთვის გიზიარებთ ინფორმაციულ ლინკს :  How to connect with people instead of selling to them

ემოციური პოზიციის დანერგვა თქვენი ბრენდის სტრატეგიაში:

ბრენდინგის ემოციური პოზიცია აშკარა უნდა იყოს ბრენდინგის სტრატეგიაში. ვებსაიტის სიტყვებიდან დაწყებული, მომხმარებელთა მომსახურებამდე, ეს პროცესი თანმიმდევრული უნდა იყოს.

კომპანიის დასახმარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის დაგეგმვა, თუ როგორ ჩართოთ ემოციები ბრენდის სტრატეგიაში.

ემოციური ბრენდინგი ემოციური რეკლამის წინააღმდეგ

ემოციები შეიძლება პირდაპირ იქნას გამოყენებული რეკლამაში, თითოეული ემოციური რეკლამა ხელს უწყობს ემოციური ბრენდინგის სტრატეგიას.

ბევრი კომპანია ქმნის ემოციურ რეკლამებს ძირითადი მოვლენების საპასუხოდ, მაგალითად, 2018 წელს აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვის შემდეგ, Airbnb-მა წამოიწყო კამპანია, რომელიც საზოგადოებას უბიძგებდა მოგზაურობისაკენ და მიმართავდა:  „Let’s Keep Traveling Forward“.

მსგავსი განცხადების გაკეთება ბრენდის პოზიციონირების თამამი და ეფექტური სტრატეგიაა.

გადაწყვეტილებები მიიღება ქვეცნობიერად, საწყისი ემოციური რეაქციების მეშვეობით, ბრენდინგსა და მარკეტინგში ემოციების გამოყენებამ, შეიძლება შექმნას ერთგული ბრენდის მომხმარებლები.

ამის მისაღწევად გიზიარებთ ჩვენს სერვისს: ბრენდინგი