დაგვიკავშირდით

B2B ბიზნესი

B2B ბიზნესი

LinkedIn-პლატფორმის სარგებელი B2B ბიზნესისთვის

 

B2B (Business-to-business) საქმიანობის მოდელია, რომლის დროსაც კომპანია ორიენტირებულია თავისი პროდუქტის ან მომსახურების სხვა კომპანიისთვის მიყიდვაზე. ბაზარზე ოპერირების სტრატეგია აქ მთლიანად განსხვავებულია. B2B ბიზნესის მომსახურებით სარგებლობენ არა ფიზიკური პირები ან ბაზრის რიგითი მყიდველები, არამედ ბიზნესორგანიზაციები.

 

დამკვეთთან მჭიდრო, გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარება B2B ბიზნესის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, პარტნიორების ნდობისა და პატივისცემის მოპოვება მთავარი ამოცანაა.

 

რატომ LinkedIn?

 

LinkedIn დიდი ხანია უკვე აღარ აღიქმება, როგორც პლატფორმა მხოლოდ ტალანტების რეკრუტირებისთვის. აქ B2B ბიზნესს ეფექტიანი პოზიციონირებისთვის საჭირო ძალიან ფართო არეალი აქვს, ვინაიდან ბიზნესის მფლობელების თუ კომპანიის მმართველების უმეტესობა სწორედ ამ პლატფორმაზე ეძებს სანდო და გრძელვადიან პარტნიორებს.

კარგად გააზრებული და დაგეგმილი მარკეტინგული სტრატეგიის საშუალებით LinkedIn-ზე თქვენი გაყიდვების მაჩვენებელს აუცილებლად გაზრდით. გარდა ამისა, შესაძლებლობა მოგეცემათ, თქვენი ბრენდის ხმა მიაწვდინოთ არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ორგანიზაციებსაც.

პროფესიონალური LinkedIn-ის პროფილის საშუალებით თქვენ შეძლებთ:

  • თქვენი ბრენდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას
  • გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდას
  • პარტნიორებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას
  • თქვენი ბიზნესისთვის სანდო და ღირსეული რეპუტაციის ჩამოყალიბებას

 

როგორ მოვიპოვოთ სამიზნე აუდიტორიის ნდობა LinkedIn-ზე?

B2B ბიზნესის პოზიციონირების სტრატეგია უნდა იყოს აგებული საკუთარი უნიკალური ღირებულების ჩვენებაზე. ეცადეთ, მკაფიოდ დაანახოთ პოტენციურ პარტნიორებს:

 

  • რატომ თქვენ და არა სხვა?
  • რა არის თქვენთან თანამშრომლობის სარგებელი?
  • რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ თქვენი პროდუქტის ან მომსახურებისგან?
  • აქცენტი დასვით სანდოობაზე, ხარისხსა და სტაბილურობაზე
  • შექმენით ავთენტური, კონკურენტებისგან გამორჩეული, უნიკალური კონტენტი
  • აწარმოვეთ ბლოგი თქვენი ინდუსტრიიდან გამომდინარე
  • შესთავაზეთ ფასდაკლება
  • იყავით გულწრფელი და გამოიყენეთ მნიშვნელოვან დეტალებზე ორიენტირებული სარეკლამო ტექსტები

 

 

 

თუ ფლობთ B2B ბიზნესს და გაქვთ სურვილი, LinkedIn-პლატფორმაზეც აამაღლოთ ცნობიერება თქვენი ბიზნესის შესახებ, დაგვიკავშირდით. ჩვენი მარკეტინგული კომპანია დაგეხმარებათ სწორ და ეფექტიან პოზიციონირებაში.