დაგვიკავშირდით

2022 წლის ტრენდები ინსტაგრამის პლატფორმაზე

2022 წლის ტრენდები ინსტაგრამის პლატფორმაზე

2022 წლის ტრენდები ინსტაგრამის პლატფორმაზე

 

ინსტაგრამპლატფორმას ტრენდების სწრაფი ცვლილება ახასიათებს. ჩვენი გუნდი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ადევნებდა თვალყურს ამ ცვლილებების დინამიკურ პროცესს. დეტალური ანალიზის შედეგად, გიზიარებთ ჩვენს რეკომენდაციებს 2022 წლის ინსტაგრამტრენდების შესახებ:

  1. ვიდეოკონტენტი

ვიდეოკონტენტის მზარდი პოპულარობა ჯერ კიდევ 2021 წლის დასაწყისში შეიმჩნეოდა, მაგრამ წლის ბოლოსკენ მას განსაკუთრებული როლი მიენიჭა ბიზნესგვერდების განვითარებაში.  უკვე ეჭვგარეშეა, რომ ვიდეოკონტენტი კონტენტების მეფეა და ამ ეტაპზე კონკურენტი არ ჰყავს. ვიდეოკონტენტში იგულისხმება: reels, lives, instagram video stories, instagram video feed.

  1. ინსტაგრამის ლინკის სტიკერები (link stickers)

ლინკის სტიკერები 2022 წელს განსაკუთრებით პოპულარული გახდება. Swipe up ფუნქციის ნაცვლად, დაინტერესებული მომხმარებელი უკვე სტიკერით გადავა საიტზე. ეს ყველაფერი სთორების საშუალებითაც იქნება ხელმისაწვდომი, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ვებსაიტზე გადასვლის შანსებს.

  1. კონტენტის შემქმნელებისა და ბრენდების კოლაბორაცია

აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით კარგია, როგორც ინფლუენსერებისთვის, ასევე მცირე ბიზნესის მფლობელებისთვისაც. ორივე მხარეს საშუალება ექნება, მონიშნოს სასურველი ბრენდი ან კოტენტის შემქმნელი ფავორიტების სიაში. დანარჩენი კი უკვე ერთმანეთში მოლაპარაკების ამბავია. ამ უკანასკნელისთვის, ინსტაგრამმა სპეციალური განყოფილებაც კი შემოგვთავაზა – „Partnership messages“

  1. უფილტრო და რეალური კონტენტი

2022 წელს მთელი ყურადღება გადატანილი იქნება გულწრფელ, ფილტრებისგან მოშორებულ კონტენტზე. ჯერ კიდევ 2021 წლის მეორე ნახევარში გააქტიურდა კამპანიები catfish ფილტრების წინააღმდეგ. ინსტაგრამის მომხმარებლები უფრო მეტად იწონებდნენ კონტენტის იმ შემქმნელებს, რომლებსაც თავიანთი ნამდვილი სახის გამოჩენის არ ეშინოდათ და სხვებსაც ამხნევებდნენ. რა თქმა უნდა, არჩევანი ჩვენზეა, მაგრამ ინსტაგრამის „ბაზარი“ რეალობას ითხოვს და ახლა ჩვენი გადასაწყვეტია, რას მივაწოდებთ მას.

  1. In-App-Shopping

პანდემიამ მომხმარებლის შესყიდვის ქცევაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია. სულ უფრო მეტი ადამიანი ყიდულობს ნივთებს ინტერნეტით, სახლიდან გაუსვლელად. ლოგიკურად, ინსტაგრამმაც, სხვა პლატფორმების მსგავსად, მოახდინა სწრაფი რეაგირება მზარდ მოთხოვნაზე და საპასუხოდ შექმნა ახალი ფუნქციონალი: shoppable posts. მსგავს პოსტებს ექნება პატარა, ჩანთის ფორმის სტიკერი ქვედა მარცხენა კუთხეში, რომელზე დაჭერითაც  გადახვალთ პროდუქტის დეტალური დათვალიერების პოსტზე. ჩვენი აზრით, ძალიან ეფექტიანი ფუნქციონალია და ბიზნესებს გაუადვილებს ინსტაგრამის ბაზარზე ოპერირებას.