დაგვიკავშირდით

ხელოვნური ინტელექტი – მომავალი, რომელიც უკვე აქ არის

ხელოვნური ინტელექტი – მომავალი, რომელიც უკვე აქ არის

კურიერი რობოტები, კაცობრიობის აღსასრული თუ გამარტივებული ყოველდღიურობა – ხელოვნურმა ინტელექტმა ყველა და ყველაფერი აალაპარაკა. AI პლატფორმების მიერ შექმნილი ადამიანები, რომლებსაც რეალურისგან ვერც გაარჩევ, ბევრს აშინებს: „ნუთუ კომპიუტერები ჩაანაცვლებენ ჩვენს პროფესიებს?“ იქამდე სანამ პანიკას მივეცემით, ხელოვნურ ინტელექტზე რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგიზიარებთ.

AI ბოტების უმეტესობა ქალია

კვლევებმა აჩვენა, რომ მსოფლიოში უმეტესად ქალის ხმას უფრო სასიამოვნოდ და სანდომიანად მიიჩნევენ, ვიდრე მამაკაცისას. ამიტომაც თუ Alexa-ს, Siri-ს ან რომელიმე სხვა ხმოვან ასისტენტს დაუსვამთ კითხვას, მხოლოდ ქალი გიპასუხებთ.

 ხელოვნურ ინტელექტს აქვს ეროვნება და პასპორტი

დიახ, არ მოგესმათ. ჰუმანოიდის ტიპის რობოტს, სოფიას, რომელსაც მსოფლიოს უამრავ ტელეგადაცემასა და ინტერვიუში აქვს მონაწილეობა მიღებული, საუდის არაბეთის მოქალაქეობა მიანიჭეს. სწორედ, სოფია გახდა პირველი რობოტი მოქალაქის სტატუსით. სოფიაზე მეტის გასაგებად, აქვე ლინკს გაგიზიარებთ: https://cutt.ly/t6Crfsq

AI Pet-Bots ანუ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი შინაური ცხოველები

თუკი თქვენს საყვარელ კატებს, ლეკვებს ან სხვა ცხოველებს მუდმივი მოვლა, გამოკვება და სისუფთავეზე ზრუნვა სჭირდებათ, AI Pet-Bots მხოლოდ თქვენს გართობასა და სითბოს გაზიარებაზე იზრუნებს. უკვე 2025 წლისთვის ყურებდაცქვეტილი რობოტები, დიდი ალბათობით, ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე.

In a Relationship with AI

არ ვიცით, მარტოხელებისთვის რამდენად კარგი ამბავია, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს და, მათ შორის, ამ დარგის სტუდენტებს სჯერათ, რომ 2050 წლისთვის ხელოვნურ ინტელექტთან რომანტიკული ურთიერთობების დამყარება შეგვეძლება. „რობოტო, ამ საღამოს სადმე ხომ არ გაგვესეირნა?“ – ცოტა შემზარავია… ამიტომ იქნებ, ციფრულ პაემნებზე სიარულს, ისევ მარტოხელობა სჯობს?

ხელოვნურ ინტელექტს შენი ემოციების ამოცნობა შეუძლია

ხმის ტონი, ინტონაცია, ტემბრი, ხანგრძლივობა პაუზებს შორის – ემოციური ხელოვნური ინტელექტი აანალიზებს ყველა დეტალს, რომელიც შენი განწყობის დადგენაში დაეხმარება. მაშინაც კი თუ ემოციების დაფარვას შეეცდები ან იმის საპირისპიროს იტყვი, რასაც ფიქრობ – AI სიმართლეს მაინც გაიგებს… იქნებ ხელოვნური ინტელექტი კარგი დეტექტივიც გახდეს?

როგორც ვარაუდობენ, 2045 წლისთვის ხელოვნური ინტელექტი მთლიანად გადააჭარბებს ადამიანის ინტელექტს, თუმცა ამ პროცესს დამატებით 2 მილიონი ახალი სამუშაო ადგილიც მოჰყვება. შეიძლება ახლა ეს ყველაფერი საინტერესო, ცოტა არარეალური და ცოტაც საშიში ჩანს, მაგრამ AI მომავალი ახლოსაა. უფრო სწორად, ის უკვე აქ არის!

იმისთვის, რომ შენი ბიზნესი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში არ დაიკარგოს, Simple Steps მზადაა ციფრული ხელი გამოგიწოდოს.