დაგვიკავშირდით

ფოტოკონტენტი – ანუ, როცა ჯერ თვალი ჭამს

ფოტოკონტენტი – ანუ, როცა ჯერ თვალი ჭამს

როგორ ამბობენ? ჯერ თვალი ჭამსო? ფოტოკონტენტის შექმნისას სწორედაც, რომ ჯერ თვალი ჭამს. საკვები ობიექტები, ძვირფასი სამკაულები თუ თავის მოვლის საშუალებები – არ აქვს მნიშვნელობა, როგორია თქვენი ბიზნესი, კარგი ფოტოკადრები ყველას სჭირდება. გიზიარებთ ჩვენ მიერ გადაღებულ რამდენიმე კადრს სხვადასხვა ტიპის კონტეტნისთვის და ასევე, რჩევებს დახვეწილი და ხარისხიანი ფოტოების გადასაღებად:

მოჰყევი ამბავი კადრებით

ამბის თხრობა მნიშვნელოვანია ფოტოკონტენტისთვის. ზოგჯერ კი ერთ კადრს გაცილებით მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე დიდ სარეკლამო ტექსტებს.


 

სწორად შერჩეული კომპოზიცია და ფორმატი

რა საგნებს ვიღებთ? რა განლაგებით? როგორია ამ საგნების ურთიერთგანლაგება? – ყველა ამ შეკითხვასთან ერთად, კომპოზიციის შექმნისას გახსოვდეთ, თუ სად აპირებთ ფოტოების ატვირთვას. თუკი ფოტოკონტენტს ინსტაგრამისთვის ქმნით, გახსოვდეთ, რომ როგორი ფორმატისაც არ უნდა იყოს კადრი, ფიდზე ის კვადრატში გამოჩნდება.


 

დაე, იყოს ნათელი (მაგრამ არა flash-ით)

ფოტოგრაფია ეს არის სინათლის სწორად დაჭერის ხელოვნება, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. ბუნებრივი განათება კარგი და ხარისხიანი ფოტოკონტენტის მთავარი საიდუმლოა. თუმცა გადასაღები ობიექტიდან გამომდინარე, განსხვავებულია სინათლის სწორად შერჩევის საკითხი. მაგალითად, თუ განსაკუთრებული ტექსტურის კერძს ვიღებთ, როგორიცაა სპაგეტი, უნდა მოვერიდოთ ობიექტის განთავსებას მზის სხივების პირდაპირ. შედეგად, თავიდან ავირიდებთ ღია ფერების ზედმეტად სიკაშკაშეს, ფორმისა და ტექსტურის დაკარგვას. ხოლო თუ ჩვენი მთავარი ობიექტი სამკაულია, გაითვალისწინეთ მისი ფერი – მაგალითად, ოქროსფერი მზის ნათელ სხივებში მარტივად ჩაიკარგება, ამიტომ უმჯობესია, ამ შემთხვევაში ხელოვნური განათებით თავად დავარეგულიროთ შუქ-ჩრდილები.


 

ფოტოშოპო ძალსა შენსა?

დიახ, ფოტოს დამუშავების პროცესში „ნაკლოვანების“ გამოსწორება შესაძლებელია, თუმცა გადაღების დროს შეეცადეთ, მაქსიმალურად დაიცვათ სისუფთავე კომპოზიციის ან ფოტომოდელის გარშემო. ამ გზით ახალ ფოტოკონტენტზე მუშაობა არც გრაფიკული დიზაინერის ან ფოტოგრაფის ბევრ დროს წაიღებს და არც მის ბევრ ენერგიას.


სჭირდება თქვენს ბიზნესსაც ხარისხიანი, მიმზიდველი და დახვეწილი ფოტოკონტენტი? მაშინ Simple Steps-ის გუნდი, პროფესიონალი ფოტოგრაფებითა და აღჭურვილობით, მზადაა აალაპარაკოს თქვენი ბიზნესი ფოტოკადრებად. ხოლო ჩვენ მიერ გადაღებული, მეტი ფოტოკადრების სანახავად ეწვიეთ ბმულს დააკლიკეთ აქ