დაგვიკავშირდით

სტარბაქსი – ამერიკული ჰიტ-ფილმების ნამდვილი ვარსკვლავი!

სტარბაქსი – ამერიკული ჰიტ-ფილმების ნამდვილი ვარსკვლავი!

ბრენდები სასურველი იმიჯის შესაქმნელად განსხვავებულ სფეროებში საკუთარი პროდუქტების განთავსების ხერხს აქტიურად მიმართავენ, რაც ახალი ამბავი არ არის.  მარკეტინგის ეს ხრიკი განსაკუთრებული პოპულარობით სწორედ ფილმებში გამოირჩევა.

 

მოდი, გადავხედოთ თვალი სტარბაქსის გამონათებებს სხვადასხვა ეპოქის საკულტო ფილმებში.

 

  1. Clueless (1995)

90-იანი წლების თინეიჯერების კუმირი შერი სტარბაქსის ჭიქით ხელში

  1. You’ve got mail (1998)

ტომ, რამ შეგაცბუნა?

 

 

  1. Fight Club (1999)

მას შემდეგ, რაც დევიდ ფიშერმა თქვა, რომ ფილმის რამოდენიმე ეპიზოდში “მონაწილეობას იღებს“ სტარბაქსის ჭიქა (რომლის შემჩნევაც მარტივი არ არის),  ფანები დატრიალდნენ და ნაცნობი გამოსახულება ყველა დამალულ ადგილას აღმოაჩინეს, ერთიც კი არ გამორჩენიათ.

Good Job, Folks!

  1. The devil wears Prada (2006)

ფეშენისტების ფავორიტი ფილმი სტარბაქსის გარეშე როგორ ჩაივლიდა?

  1. Sex and the City (2008)

ნიუ-იორკერების და სტარბაქსის მეგობრობა ურყევია. მისი უდიდებულესობა, ნიუ-იორკის უგვირგვინო დედოფალი, ქერი ბრედშოუ, სტარბაქსით ხელში.

  1. და ბოლოს, სტარბაქსის გამოჩენის ყველაზე კონტროვერსიული მაგალითი ეპიკურ სერიალში Game of Thrones

ფილმის რეჟისორმა არაერთხელ აღნიშნა, რომ კადრში გამოჩენილი სტარბაქსის ჭიქა შემთხვევითობა იყო, მაგრამ  ფანების დიდ ნაწილს ეს დღემდე არ სჯერა.

შესანიშნავი კამეო იყო, სტარბაქს, ჩვენ მოგვეწონა 😊