დაგვიკავშირდით

როგორ დავათარგეთოთ GEN Z და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

როგორ დავათარგეთოთ GEN Z და რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

ახალი მომხმარებელი – GEN Z

როგორ დავათარგეთოთ ისინი?

 

ვინ არის Gen Z თაობა?

1996-2012 წლებში დაბადებული ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, ხასიათის სიმტკიცით, ემპათიით, ტოლერანტულობითა და, რაც მთავარია,  ციფრულობით.

 

რა უნდა ვიცოდეთ მათ შესახებ?

ეს თაობა ტელეფონით ხელში გაიზარდა. მათთვის ციფრული სამყარო და ტექნოლოგიები ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თავიანთ ხმას ისინი სოციალური პლატფორმებიდან უშიშრად გვიზიარებენ; მუდამ მზად არიან ცვლილებებისთვის; საკუთარი ნიშის ჩამოსაყალიბებლად არც ამბიციურ სტრატეგიებზე ამბობენ უარს.

 

რომელ სოციალურ ქსელს იყენებენ აქტიურად?

Gen Z თაობის უდიდესი ნაწილი ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე შეგხვდებათ. ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფეისბუქ პროფილი არ აქვთ, მაგრამ აქტიურობით ნამდვილად არ გამოირჩევიან. ამიტომ, თუ ამ თაობაზე გათვლილი პროდუქტები ან მომსახურება გაქვთ, მაშინ გირჩევთ, ისინი სწორედ ინსტაგრამსა და ტიკ-ტოკზე დაათარგეთოთ.

 

რა სტილის კონტენტი მოსწონთ?

ამ თაობას არ მოსწონს თვალში ნაცრის შეყრა. ისინი უპირატესობას ავთენტურობასა და ორიგინალურობას ანიჭებენ. შესაბამისად, გირჩევთ, Gen Z თაობაზე მორგებული კონტენტი იყოს მათსავით უნიკალური, თამამი და გაბედული.

 

როგორი სასაუბრო ტონი შევურჩიოთ?

Gen Z თაობა ბევრს არ ლაპარაკობს. ერთმანეთთან ურთიერთობაშიც ისინი იყენებენ მოკლე, სხარტ სასაუბრო ენასა და ძალიან, ძალიან ბევრ ემოჯის. შესაბამისად, ქოფიც სასურველია, იყოს ლაკონიური და  რელევანტური ემოჯიებით გამოხატული.

 

და მაინც, რა სურს Gen Z-ს, როგორც მომხმარებელს?

 

  • ინდივიდუალური მიდგომა
  • ცხოვრების გამარტივება
  • თავისუფალი არჩევანი