დაგვიკავშირდით

როგორ განვავითაროთ ონლაინ ბიზნესი 2022 წელს?

  • მთავარი / ბლოგი / როგორ განვავითაროთ ონლაინ…

როგორ განვავითაროთ ონლაინ ბიზნესი 2022 წელს?

ახალი ამბავი არ არის, რომ მსყიდველუნარიანი მომხმარებლის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას არა ტელევიზორიდან, რადიოდან, ან სხვა რომელიმე საკომუნიკაციო არხიდან, არამედ სოციალური პლატფორმებიდან იღებს. Facebook, Instagram, Tik-Tok, Youtube ქართულ ბაზარზე წარმატებით ეხმარება ნებისმიერი ზომის ბიზნესებს თავიანთი პროდუქტის თუ მომსახურების ეფექტიან გაყიდვაში.

 

თუ უკვე დაარეგისტრირეთ თქვენი ბიზნესი რომელიმე სოციალურ პლატფორმაზე, მაგრამ სასურველი შედეგის მიღება გიჭირთ, ეს ბლოგი დაგეხმარებათ თქვენი ონლაინბიზნესის სწორ განვითარებაში

 

 

  1. კონკურენტების ანალიზი

კონკურენტების ანალიზი ერთ-ერთი ყველზე მნიშვნელოვანი სასტარტო საფეხურია თქვენს ნიშაში მიმდინარე ტრენდების აღმოსაჩენად. კარგად გააანალიზეთ, როგორ ოპერირებენ თქვენი კონკურენტები თქვენთვის სასურველ სოციალურ პლატფორმაზე, როგორ ესაუბრებიან მომხმარებელს, რა მიმართულების კონტენტი და როგორი სტილის გრაფიკული გადაწყვეტა აქვთ შერჩეული. ამ სტრატეგიით მკაფიოდ დაინახავთ, რა უშლის თქვენს გვერდს სასურველი შედეგების მიღებაში ხელს.

 

  1. სამიზნე აუდიტორიაზე მორგებული კონტენტი

ონლაინ წარმოდგენილი ბიზნესის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია კონტენტი მორგებული იყოს ზუსტად იმ აუდიტორიაზე, ვისზეც არის გათვლილი თქვენი ბიზნესი. კარგად დაფიქრდით, რა მოსწონს თქვენს მომხმარებელს? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გირჩევთ ჩაატაროთ პატარა კვლევა და შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილება.

 

  1. ეფექტური ვიზუალის პოსტები

„თვალი ჭამს და თვალი სვამსო“ ძალიან ზუსტი ნათქვამია, როცა საქმე ეხება თქვენს გვერდზე განთავსებულ პოსტებს. გახსოვდეთ, მომხმარებელი სწორედ ვიზუალურად სასიამოვნო და დასამახსოვრებელ ბიზნესგვერდებზე აკეთებს არჩევანს.

 

  1. სარეკლამო ტექსტები (ქოფი)

სიტყვას დიდი ძალა აქვს! უფრო მეტიც, სიტყვის ძალა განუზომელია. ამიტომაც არის თქვენი ბიზნესის გვერდისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორი სარეკლამო ტექსტები, მარკეტინგულ ენაზე –  „ქოფები“.

სწორედ, „ქოფების“ სუპერძალაა „აიძულოს“ მომხმარებელი შეიძინოს პროდუქტი, მომსახურება, წაიკითხოს გრძელი სტატია, ბლოგი და ა.შ.

შესაბამისად,  თუ წერა თქვენი ძლიერი მხარე არ არის, უმჯობესია პროფესიონალი  ჩართოთ საქმეში.

 

  1. ძლიერი სარეკლამო კამპანიები

როცა ყველა ზემოაღნიშნული პუნქტი შესრულდება, თქვენ მიერ შერჩეულ ციფრულ პლატფორმაზე რეკლამის გაშვების ჯერი დგება. და სწორედ აქ იწყება მაგია!

ნებისმიერი პროფესიონალი რეკლამის მენეჯერი გეტყვით, რომ მარტივ ბუსტში ჩადებული ინვესტიცია ფუჭი დროის და თანხის ფლანგვაა. ძლიერი სარეკლამო კამპანიის წამოსაწყებად, აუცილებელია თქვენი ბიზნესის სამიზნე აუდიტორიის მაქსიმალურად ზუსტი განსაზღვრა. ამ მოცემულობის უკეთ გასაგებად,  ეს სტატია დაგეხმარებათ – რატომ გვჭირდება მარკეტინგული სტრატეგია

 

  1. გვერდის განვითარების მუდმივი მონიტორინგი

ციფრულ სამყაროს სწრაფი ცვლილებები ახასიათებს. შესაბამისად, ამ ცვლილებებზე თქვენი პასუხიც სწრაფი უნდა იყოს. ამიტომ, აუცილებელია, მუდმივად აკონტროლოთ თქვენი გვერდის განვითარების დინამიკა. ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ ამ პროცესის გარეშე ფონს ვერ გახვალთ. ხშირად შეამოწმეთ: როგორია გვერდის ჩართულობის მაჩვენებელი, მოწონების და ფოლოვერების სტატისტიკა. აწარმოეთ რეპორტინგი და, ამგვარად, არასდროს ჩამორჩებით მიმდინარე ტრენდებს.

 

თუ ეს ყველაფერი წაიკითხეთ და ფიქრობთ, რომ მარტო ამდენ საქმეს ვერ გასწვდებით, მარკეტინგული კომპანია “Simple Steps” გაგიადვილებთ თქვენი ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო შრომატევად პროცესს.

დააჭირეთ ბმულს და გაგვაცანით თქვენი ბიზნესი.