დაგვიკავშირდით

რისთვის და რატომ გვჭირდება მარკეტინგი

Why company needs Digital Marketing

რისთვის და რატომ გვჭირდება მარკეტინგი

 

 მარკეტინგი ყოველდღიურობაში

      საზოგადოების, ბიზნესმენების, მომხმარებლების დამოკიდებულება მარკეტინგისადმი უდაოდ არაერთგვაროვანია. ნაწილი ძალიან სწორად და მიზანმიმართულად იყენებს მას თავის საქმიანობაში, ნაწილი  თვლის, რომ მარკეტინგის ცოდნა სულაც არ არის საჭირო წარმატების მისაღწევად, ზოგიერთი მომხმარებლის მხრიდან კი, იმ მოსაზრებასაც მოისმენთ, რომ მარკეტინგი არის არაფერი სხვა თუ არა გულუბრყვილო მომხმარებლის ,,გაცურება“. თუმცა სინამდვილეში მარკეტინგით უკლებლივ ყველა ადამიანია დაკავებული, ისინიც კი, ვინც ნეგატიურად არიან მის მიმართ განწყობილნი. ამის რამდენიმე მაგალითს შემოგთავაზებთ: მაღაზიებში ფასის და ასორტიმენტის დასადგენად რომ დავდივართ და ვცდილობთ სასურველი პროდუქცია კარგ ხარისხსა და ყველაზე მომგებიან ფასად შევიძინოთ – ეს მარკეტინგია, მაშინ როდესაც სამსახურის ძიების პროცესში კარგი რეზიუმეს შედგენა გვსურს ესეც, ხელფასის მომატების მოთხოვნის დროს ან თუნდაც ბავშვობაში, ყველას გადაგვიცვლია მეგობრისთვის რაიმე ნივთი ან სათამაშო ჩვენთის უფრო სასურველში. გაგეცინებათ და დიახ, მაშინაც. შესაბამისად, გააზრებულად თუ არაცნობიერად, პროფესიონალურად თუ მხოლოდ ინტუიციურად, მარკეტინგი თითოეული ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია.

 

მარკეტინგის როლი ქვეყნის ეკონომიკაში

   არავისთვისაა საიდუმლო, რომ ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკაში წამყვანი როლი სწორედ მარკეტინგს უჭირავს. ინვესტორების, კვალიფიცირებული სამუშაო ძალის მოზიდვა, სხვა სახელმწიფოებთან მომგებიანი შეთანხმების გაფორმებაა სწორედ ქვეყანაში კარგი მარკეტინგის შედეგი. ამას მოსდევს ძლიერი ეკონომიკა, სწრაფი განვითარება, მაღალი ხელფასები და შესაბამისად, საზოგადოების კეთილდღეობა. ამ მონაცემების გადამოწმება (გამოთვლა) შესაძლებელია ქვეყნის მშპ-ს, შემოსავლებისა და მარკეტინგისთვის გაწეული ხარჯების ანალიზის საფუძველზე. ქვეყნებში, სადაც მარკეტინგის ცნება ფართოდ არის გავრცელებული, ადამიანებს უფრო უმარტივდებათ საკუთარი ნიჭის გამოვლენა. ეს განპირობებულია მარკეტინგისთვის შექმნილი ხელსაყრელი პირობებით, რომლის ფონზეც ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს თავისი მიზნები, მიაღწიოს წარმატებას და გაიმყაროს ადგილი როგორც ადგილობრივ, ასევე რიგ შემთხვევაში უცხოურ ბაზარზეც.

 

რას გვაძლევს მარკეტინგულ კომპანიასთან თანამშრომლობა

       ნებისმიერი მწარმოებელი, იქნება ეს მცირე თუ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, სტარტაპერი თუ პირიქით უკვე ყველასათვის ნაცნობი და სახელდამკვიდრებული ბრენდი, ყოველი მათგანი საკუთარი პროდუქტის განვითარების პერსპექტივით არის დაინტერესებული. სწორედ ამიტომ მარკეტინგული კომპანია საკუთარ დახმარებას საფეხურეობრივ დაგეგმარებაში, სტრატეგიის შექმნაში, ბაზრისა და მომხმარებელთა შესწავლა-პროგნოზირებაში, ასევე ანალიზის ჩატარებასა და მართვის სისტემის კონტროლში გთავაზობთ.

       ,,მარკეტინგი ბიზნესის სწორად მართვის ფილოსოფიაა’’

    მეტნაკლებად ყველა ბიზნესმენი ცდილობს თავის საქმიანობაში გარკვეული დოზით მარკეტინგული უნარების ჩართვას. ზოგიერთი კომპანია ამ დებულების 1%-ს, ზოგიც 100%-ს იყენებს, შედეგიც და მოგებაც გამოყენებული რესურსის შესაბამისია. თუ ავიღებთ ყველაზე ძვირიანი ბრენდების მწარმოებელ კომპანიებს და გავაანალიზებთ მათ სტრატეგიებს, თვალნათლივ დავინახავთ მათ მიერ მარკეტინგისათვის მინიჭებულ წამყვან როლს, რის გამოც ასეთი კომპანიები რეიტინგში ყოველთვის მოწინავე ადგილებს იკავებენ. მოდით აქვე, მაგალითისთის ავიღოთ ყველასთის ნაცნობი კომპანია Apple. ყველამ ვიცით, რომ მათი  პროდუქციის შესაძენად ადამიანები რიგს, სულ მცირე რამდენიმე დღით ადრე იკავებენ. გაყიდვების მენეჯერის როლი კი ამ შემთვევაში მხოლოდ ფულის აღება და პროდუქციის გაცემაა. მას აღარ უწევს კლიენტის მოხიბვლა პროდუქციის დადებითი მხარეების, სისტემური ინოვაციებისა თუ პარამეტრების აღწერით, რადგან ამაზე მის მაგივრად უკვე მარკეტოლოგებმა იზრუნეს. ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოყვანილი, თუმცა კვლავ  ყველაზე აქტუალური და ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეგვიძლია წარმატებულად გავყიდოთ პროდუქტი მარკეტინგის წინასწარი და სწორად წარმოებული კამპანიის მეშვეობით.

     შესაბამისად, თუ ვინმე გკითხავთ, რისთვის გვჭირდება მარკეტინგი, პასუხი ლაკონურია – საკომუნიკაციოდ, რადგან მარკეტინგი ეკონომიკის ენაა!