დაგვიკავშირდით

რა საჭიროა მარკეტინგული სტრატეგია ბიზნესისთვის?

  • მთავარი / ბლოგი / რა საჭიროა მარკეტინგული…

რა საჭიროა მარკეტინგული სტრატეგია ბიზნესისთვის?

ციფრულ სამყაროში ბიზნესის პოზიციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გქონდეთ წინასწარ განსაზღვრული მარკეტინგული სტრატეგია. მომხმარებელი ინფორმაციის უდიდეს ნაწილს, სწორედ ციფრული არხებიდან იღებს, შესაბამისად მათთან კომუნიკაციისთვის საჭირო თითოეული ნაბიჯი კარგად უნდა დაიგეგმოს.

მარკეტინგული სტრატეგიის  დასახვით თავს ავარიდებთ ბუნდოვანებასა და დროის თუ ფინანსური რესურსის არაეფექტიან ხარჯვას; ჩამოვაყალიბებთ მარკეტინგული აქტივობების თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას და გვექნება კონტროლის მექანიზმი.

გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგსვლიათ თავში კრეატიული იდეა და ამ იდეის სისრულეში მოყვანა ვერ მოგიხერხებიათ?

ასე იმიტომ ხდება, რომ ქაოტურ სამუშაო გარემოში, ბევრი კარგი იდეა ვერ რეალიზდება და დავიწყებას მიეცემა.

 

როგორ შევადგინოთ მარკეტინგული სტრატეგია?

  1. დაიწყეთ სასურველი მიზნის დასახვით

მიზანი აუცილებლად უნდა იყოს SMART პრინციპით განსაზღვრული:

  • S (specific, კონკრეტული) – რაც უფრო კონკრეტულ მიზანს დაისახავთ, მით უფრო გაიმარტივებთ ამ მიზნის შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების დაგეგმვის პროცესს
  • M (measurable, გაზომვადი) – განსაკუთრებით კარგია, როცა თქვენ მიერ დასახული მიზნის გაზომვა კონკრეტული მახასიათებლების მიხედვით არის შესაძლებელი
  • A (achievable, მიღწევადი) -მიზნის დასახვისას, კარგად დაფიქრდით, რამდენად არის მისი მიღწევა შესაძლებელი არსებული რესურსების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით
  • R (realistic, რეალისტური) – არასოდეს დაისახოთ არარეალური მიზანი; ეს რესურსის ფუჭად კარგვა და დემოტივაციის დიდი წყარო შეიძლება გახდეს მომავალში
  • T ( timely, დროული) – თქვენი მიზანი უნდა იყოს დროსთან შესაბამისი. კარგად დაფიქრდით, პროდუქტის ჩაშვების შემდეგ, რამდენი ხანი იქნება ის სამიზნე აუდიტორიისთვის საინტერესო ან კი იქნება საერთოდ?

მიზნის დასახვის და სწორი ფორმულირების შემდეგ:

 

  1. გააგრძელეთ სამიზნე აუდიტორიის შესწავლით

მარკეტინგული სტრატეგიის წარმატება თქვენი სამიზნე აუდიტორიის დეტალური შესწავლის გარეშე წარმოუდგენელია. დაადგინე შენი მომხმარებლის იდეალური პროტოტიპი შემდეგ კითხვებზე კარგად ნაფიქრი პასუხების გაცემით:

  • სად ცხოვრობს ჩემი მომხმარებელი?
  • ქალია თუ კაცი? ორივე?
  • რამდენი წლის არის?
  • რა ინტერესები აქვს?
  • როგორ გამოიყურება?
  • მუშაობს?
  • რა არის მისი ჰობი?
  • რომელ სოციალურ ქსელს იყენებს?

ამ კითხვებს დაამატეთ თქვენი ბრენდის სპეციფიკიდან გამომდინარე ნებისმიერ მახასიათებელი, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ იდეალური მომხმარებლის პროტოტიპს.

 

  1. დაადგინეთ პლატფორმა ბრენდის პოზიციონირებისთვის

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ სამიზნე აუდიტორიას, დღის წესრიგში თქვენი ბრენდისთვის იდეალური სამიზნე პლატფორმის დადგენის საკითხი დგება. ციფრული მარკეტინგის წარმოებისთვის ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს: Facebook, Instagram, Youtube, Tik-tok, Linkedin, Twitter, Pinterest. კარგად დაფიქრდით, რომელ პლატფორმას აირჩევთ და მუდამ გახსოვდეთ ოქროს წესი: ბევრ პლატფორმაზე ერთად სუსტ პოზიციონირებას, სჯობს ერთ პლატფორმაზე იყოთ და ხარისხიანად.

  1. ჩაატარეთ კონკურენტების ანალიზი

კონკურენტების ანალიზი ციფრულ სივრცეშიც უაღრესად მნიშვნელოვანია. ანალიზი ჩაუტარეთ კონკურენტის იმ სოციალურ გვერდს, რომელიც თქვენი ბრენდისთვის გაქვთ შერჩეული. დააკვირდით, როგორ tone of voice-იყენებენ, რა სტილის გრაფიკული დიზაინი აქვთ შერჩეული, როგორ ახდენენ კომუნიკაციას მომხმარებელთან, როგორ ამხნევებენ ჩართულობას და ა.შ.

  1. განსაზღვრეთ კონტენტის მიმართულებები

თანამედროვე ციფრულ სამყაროში, კონტენტი -მეფეა! არ აქვს მნიშვნელობა, კონტენტის რომელ მიმართულებას აირჩევთ თქვენი ბრენდისთვის; მთავარია, რასაც აკეთებთ, იყოს ხარისხიანი!

  1. გაწერეთ კონტენტის კალენდარი

კონტენტის კალენდრის გაწერით, თავიდან აირიდებთ ბუნდოვანებასა და არათანმიმდევრულობას. თან საშუალება მოგეცემათ, წინასწარ გაწეროთ მომდევნო კვირის ან თუნდაც თვის, დასადები პოსტები.

  1. მონიტორინგი გაუწიეთ გვერდის განვითარებას

თქვენი ბრენდის ბიზნესგვერდი ცოცხალი ორგანიზმია. შესაბამისად, აუცილებელია მუდმივი დაკვირვება და ანალიზი. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ გვერდის განვითარებაზე ფიქრს, მით უფრო კარგად განვითარდება იგი და შესაძლებელი გახდება მისი ეფექტური მონეტიზაცია.