დაგვიკავშირდით

რა დავპოსტო ინტსაგრამზე? – რჩევები უკეთესი ბიზნეს კონტენტისთვის

  • მთავარი / Uncategorized / რა დავპოსტო ინტსაგრამზე?…

რა დავპოსტო ინტსაგრამზე? – რჩევები უკეთესი ბიზნეს კონტენტისთვის

ინსპირაცია არსად ჩანს, მარტივი და მოსაწყენი ვიზუალების ატვირთვა მოგბეზრდათ, აუდიტორიასაც აშკარად რაღაც აკლია და ფოლოვერებმაც იკლო? – სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემით, ამ ბლოგს ჩაუჯექით და ეს რჩევები ჩაინიშნეთ:

საჩუქრები ყველას უყვარს!

გათამაშება ისეთი პოპულარული და მომგებიანი არსად არ არის როგორც ინტსაგრამზე. მარტივი მიზეზის გამო – პოსტის გადასთორვა, ადამიანების მონიშვნა და სთორებით საუბარი ინსტაგრამის გამომწერებისთვის გაცილებით უფრო მარტივი და საინტერესოა. გაათამაშე შენი ბიზნესისთვის რელევანტური ნივთი პოსტის ან რილსის სახით, შეურჩიე პირობები გონივრულად (მაგალითად, პოსტების გასთორვა, კომენტარებში რამდენიმე ადამიანის მონიშვნა და ა.შ.) და განათავსეთ, რაც შეიძლება მეტი სთორი ამ გათამაშების შესახებ!

დაპოსტეთ მეტი BTS

BTS (Behind the scenes) – მოუყევით და აჩვენეთ აუდიტორიას, რა ხდება ბიზნესის კულისებში. მაგალითად, როგორ იქმნება თქვენი პროდუქცია, გააცანით ახლოდან თქვენი თანამშრომლები აუდიტორიას, გადაიღეთ სახალისო და ტრენდული რილსები, რაც ხალხის ჩართულობას, ნდობასა და სიმპათიებსაც გაზრდის თქვენს მიმართ.

დაამსხვრიეთ მითები თქვენი სფეროდან

რა თქმა უნდა, ინტერნეტში ზღვა მასალაა სხვადასხვა თემატიკაზე, მაგრამ თქვენ, როგორც თქვენი საქმის ნამდვილმა ექსპერტმა, მეტი იცით საკუთარი სფეროს შესახებ. მაგალითად, თუკი თქვენი პროდუქცია კანის მოვლის საშუალებებია, ჩაწერეთ ვიდეო და დაამსხვრიეთ 3 მითი კანის დამატენიანებლებზე. არ დაგავიწყდეთ, რომ კარგი რილსი მოცულობითი არ უნდა იყოს. რეკომენდებულია 5-იდან 10 წამის გამოყენება.

კოლაბორაცია ინფლუენსერებთან

შეარჩიეთ თქვენი ბიზნესისთვის რელევანტური ინფლუენსერი, რომელიც ჩაწერს ვიდეოს, გადაიღებს ფოტოს ან ისაუბრებს სთორებით თქვენს პროდუქციაზე. ეს გაზრდის არამხოლოდ თქვენი გამომწერების რაოდენობას, არამედ სანდოობის დონესაც უკვე არსებული აუდიტორიის მხრიდან.

ჩაწერეთ ტუტორიალები

აჩვენეთ მომხმარებლებს, როგორ უნდა გამოიყენოს თქვენი პროდუქცია, მიეცით რჩევები და გააზიარეთ იდეები. მაგალითად, თუკი თქვენი პროდუქცია სამოსი ან ჩანთებია, გადაიღეთ ფოტოები ან რილსები, თუ, სად რომელი ლუქის ან აქსესუარის გამოყენება აჯობებს – ვთქვათ, ოფისის ლუქი, ლუქი საღამოს წვეულებისთვის და ლუქი პაემნისთვის.

ხოლო თუ საკმარისი დრო არ გაქვთ, სწორი და საინტერესო კონტენტის შესაქმნელად, ჩვენი გუნდი მზადაა შემოგთავაზოთ გონივრულად დაგეგმილი, კრეატიული და ბიზნესზე მორგებული კონტენტი. აბა, რას იტყვით? გამოვაცოცხლოთ თქვენი ბიზნესიც?