დაგვიკავშირდით

მეტავერსიული თეორიები

მეტავერსიული თეორიები

პირველი იყო სიტყვა

დავიწყოთ სულ სულ თავიდან:

თვითონ ტერმინი #მეტავერსი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მწერალმა, ნილ სტივენსონმა, გამოიყენა 1992 წლის კიბერ-ფანქ რომანში „Snow Crash”. ავტორმა მეტავერსი გაგვაცნო, როგორც სამგანზომილებიანი ვირტუალური რეალობის სივრცე, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიცვა (საინტერესოდ ჟღერს, ვერაფერს იტყვი).

სტივენსონისეულ მეტაში ხალხი არამხოლოდ მუშაობდა, არამედ თავისუფალ დროსაც იქ ატარებდა. მთავარი გმირი, რეალურ ცხოვრებაში პიცის მიმწოდებელი იყო, მაგრამ #მეტასამყაროში ის ძალიან მაგარი ნინძა-ჰაკერი გახლდათ. (ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ ადამიანს ვირტუალურ რეალობაში უფრო მოსწონდა ცხოვრება?!)

მეტავერსის საწყისი ელემენტები 2022 წლის აჟიოტაჟამდე დიდი ხნით ადრე გეიმინგ და კინოინდუსტრიაში გამოჩნდა.

და მაინც, როგორ განვმარტოთ მეტავერსი უფრო კონკრეტულად?

აზრის ლიდერების განმარტებით, მეტა არის მუდმივი ვირტუალური სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ურთიერთქმედება ერთმანეთთან და ციფრულ ობიექტებთან თავიანთი #ავატარების მეშვეობით და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით.

მარკ ცუკერბერგმა მეტას ყველაზე მარტივი განმარტება გაუკეთა: „მეტავერსი არის 3D ინტერნეტი“. აი, ზუსტად ასე, მოკლედ და ლაკონიურად.

21 საუკუნეროცა ირეალური სამყაროც რეალურია

რა პრინციპებზეა აგებული მეტავერსის კონცეფცია?

მეტაექსპერტმა, მეთიუ ბოლმა, ჩამოაყალიბა 7 ძირითადი პრინციპი:

#მუდმივობაარანაირი პაუზა და გადატვირთვა ეს არის იმანენტური, გაუთავებელი სამყარო

#სინქრონულობა ყველასთვის და რეალურ დროში

#შეუზღუდავობამომხმარებელთა რაოდენობის

#შიდა ეკონომიკა – ხალხს შეუძლია მასში არა მხოლოდ ფულის დახარჯვა, არამედ ფულის გამომუშავება, საკუთარი ბიზნესის გახსნა, ინვესტირება და გაყიდვა

#კავშირი – რეალური და ვირტუალური ცხოვრების დაკავშირება. მეტა არ არის რეალურისგან განცალკევებული სამყარო, ის შეგვიძლია განვიხილოთ როგორც რეალურის გაძლიერება, დამატება

#მონაცემთა უპრეცედენტო თავსებადობა თუ იყიდეთ ტანსაცმელი თქვენი Fortnite ავატარისთვის, შეგიძლიათ გამოიყენოთ იგი ნებისმიერ სხვა თამაშში ან აპლიკაციაში

#ღიაობა მეტას კარები ღიაა ნებისმიერი ავტორისა თუ კონტენტ კრეატორისთვის, ვისაც შეუძლია შექმნას საკუთარი “გამოცდილება” მეტავერსიაში

ზემოთ ჩამოთვლილი პრინციპების განსახორციელებლად საჭიროა ახალი ინტერნეტის შექმნა, #Web3.0.

ამ ყველაფრისთვის კი საფუძვლად #ბლოკჩეინია საჭირო.

რა იქნება შემდეგი?

რა არის საჭირო იმისთვის, რომ მეტავერსიები გახდეს მართლაც მასიური ფენომენი, არა მხოლოდ სათაურებში, არამედ რეალურად? უფრო სწორად, ვირტუალურ ან გაძლიერებულ რეალობაში:

მოწყობილობები

სმარტფონები გახდა სოციალური ქსელების განვითარების კატალიზატორი. შედეგად, აუცილებელია მეტავერსიებთან ურთიერთქმედებისთვის საჭირო მოწყობილობების მასობრივი წარმოება: #VR ყურსასმენები#ტაქტილური ხელთათმანები#პროექციის სისტემები და სხვადასხვა #სენსორები.

უწყვეტობა

ჩვენ გვახსოვს, რომ მეტავერსიებმა უნდა იმუშაონ მუდმივად, რეალურ დროში და უზრუნველყონ წვდომა მილიონობით მომხმარებელზე ერთდროულად. ეს მოითხოვს მაღალ გამტარუნარიანობას და #დეცენტრალიზებულ მონაცემთა გადაცემას.

გამოთვლები

სიჩქარის გარდა, საჭიროა ტექნიკის #სიმძლავრე. ობიექტების დამუშავება, მონაცემთა გადაცემა, კოორდინაცია, სინქრონიზაცია და ..

პლატფორმები

ახლა არსებული პლატფორმები ადრეულ ეტაპზეა. მათ აქვთ გრძელი, მაგრამ შესაძლოა, სწრაფი გზა გასავლელი.

ახალი სტანდარტები

მეტასამყაროების განვითარებისთვის საჭირო იქნება ახალი ფორმატები, #სერვისები#ძრავებ და ადამიანებს შორის ურთიერთქმედების სხვა მექანიზმები. საჭირო გახდება #საავტორო უფლებები, მონაცემთა ექსპორტ/იმპორტის, რენდერის ტექნოლოგიებ და მსგავი საკითხების მხარდაჭერა.

გადახდები

მეტავერსიები არ არის მხოლოდ ახალი თაობის სოციალური ქსელები, არამედ არის სრულიად ახალი #მეტაეკონომიკა, რომელსაც უნდა ჰქონდეს ახალი დეცენტრალიზებული გადახდის სერვისები და სხვა ფინანსური ინსტრუმენტები. მათ უნდა შეეძლოთ ახალი ვირტუალური სამყაროს საჭიროებების დაკმაყოფილება.

ახალი კონტენტი

იმისთვის, რომ მეტავერსიები მასობრივ ფენომენად იქცეს, ისინი უნდა შეივსოს ახალი ტიპის კონტენტით, რომელიც შეიძლება სპეციალურად შეიქმნას, გაიყიდოს, შეინახოს და .. #ციფრული აქტივები მართვის ახალ სისტემებში.

მომხმარებლის ქცევა

და რაც მთავარია, ადამიანებმა უნდა ისწავლონ როგორ გააკეთონ ეს ყველაფერი მასობრივად. უნდა ჩამოყალიბდეს ადამიანებს, კომპანიებს, ბრენდებს შორის ურთიერთქმედების ახალი სქემა. ჩვენ არ ვიცით, რა დრო დაჭირდება ამას, მაგრამ ეს ბევრად უფრო ახლოსაა, ვიდრე გვგონია.