დაგვიკავშირდით

ის, რაც 2023 წელს LinkedIn-ზე უნდა ვიცოდეთ

ის, რაც 2023 წელს LinkedIn-ზე უნდა ვიცოდეთ

კომპანიების შემოსავლის ზრდა, ახალი პარტნიორების, კადრების და სამსახურის ძიება, მუდმივი კარიერული განვითარება – LinkedIn მსოფლიოში და უკვე საქართველოშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა ხდება წარმატებაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის. მისი მთავარი მისიაა, დააკავშიროს მსოფლიოს პროფესიონალები ერთმანეთთან და ხელი შეუწყოს მათ პროდუქტიულობასა თუ წარმატებას. სწორედ ამ შემართებით LinkedIn 2003 წლიდან ოფიციალურად გამოჩნდა ციფრულ სამყაროში.

Simple Steps გიზიარებთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს, რომელიც 2023 წელს ამ პლატფორმაზე უნდა ვიცოდეთ:

LinkedIn, როგორც ერთ-ერთი უძველესი პლატფორმა

უკვე 20 წელია LinkedIn საკუთარ მომხმარებლებს ერთგულად ემსახურება. დღეს იგი ყველაზე დიდი, პროფესიული სოციალური ქსელია, რომლის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი რაიან როსლანსკია.

LinkedIn, როგორც გზა კარიერული წინსვლისკენ

ამ პლატფორმაზე ყოველკვირეულად 61 მილიონი მომხმარებელი ეძებს სამსახურს, ხოლო ყოველ 1 წუთში სულ მცირე 8 ადამიანი LinkedIn-ის საშუალებით საქმდება. ვაკანსიების განთავსება, გაფილტვრის მეშვეობით სასურველი სამსახურის მოძებნა, დამსაქმებელსაც უმარტივებს ახალი კადრის პოვნის პროცესს და თავად სამსახურის მაძიებელსაც.

Google, ყველაზე მეტი გამომწერით LinkedIn-ზე

მსოფლიოში მეორე ყველაზე ცნობილი ვებსაიტი LinkedIn-ზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. 2022 წლის მონაცემებით Google-ს თითქმის 25 მილიონი გამომწერი ჰყავს. თუ გსურთ, უკეთ გაეცნოთ LinkedIn-ის უახლოეს სტატისტიკებს, გიზიარებთ ლინკს: https://blog.hootsuite.com/linkedin-statistics-business/

რეკლამა LinkedIn-ზე

ამ პლატფორმაზე გაშვებული ციფრული რეკლამები გლობალური მოსახლეობის 14%-ზე მეტ ადამიანთან აღწევს. შესაბამისად, გარდა ორგანული მიღწევადობისა, კომპანიებს შეუძლიათ მისწვდნენ დაახლოებით ზრდასრული მოსახლეობის 14,6%-ს. მაგალითად, გასულ წელს LinkedIn-ზე განთავსებულმა რეკლამებმა 22 მილიონზე მეტ მომხმარებელთან მიაღწია. დაკვირვებების მიხედვით, აუდიტორიის უმეტესობა, რომელსაც ბიზნესი LinkedIn-ზე ხვდება, იწვევს მეტ სანდოობას და სურვილს გაიგონ მეტი თქვენი ბიზნესის შესახებ.

LinkedIn და მისი სალაპარაკო ენა

განსხვავებით Instagram-ისგან თუ facebook-ისგან, LinkedIn-ზე საუბრის ენა მეტად აკადემიური, დახვეწილი და პროფესიონალურია. არსებობს რამდენიმე სიტყვა, რომელთა გამოყენებასაც აჯობებს საკუთარ პროფილზე თავი ავარიდოთ. მათ შორისაა, სიტყვები „კრეატიული“ და „მოტივირებული“. LinkedIn-ის კორპორატიული კომუნიკაციების უფროსმა, დირექტორმა, კეტრინ ფიშერმა გამოავლინა, რომ ეს სიტყვები არის პროფილებში ყველაზე მეტად გამოყენებული და არაეფექტური ზედსართავი სახელი. ამიტომ ნუ დაემსგავსებით ყველას, წარმოაჩინეთ საკუთარი საქმე და თავი უკეთესი სიტყვებით.

პოსტები LinkedIn-ზე

ვიზუალური მხარე ამ ციფრულ პლატფორმაზეც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კვლევებით დადგინდა, რომ უფრო დიდი ზომის ვიზუალურ მასალებს აქვთ 38%-ით მეტი დაწკაპუნების მაჩვენებელი, რაც მხოლოდ ტექსტური პოსტებისგან განსხვავებით, 2-ჯერ უფრო მეტ ჩართულობას იწვევს. პოსტების რეგულარულად განთავსება კი უფრო მეტად ზრდის შანსს მიაღწიოთ თქვენი ხმა საჭირო აუდიტორიას. რა თქმა უნდა, გეოგრაფიული არეალისა და სხვა დეტალების გათვალისწინებით, დაპოსტვის საუკეთესო დრო განსხვავებულია, თუმცა უმეტესად LinkedIn-ის იდეალურ დროდ მიიჩნევენ დღეებს ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.

ხოლო თუ ჯერ ისევ არ იყენებთ LinkedIn-ის უპირატესობებს თქვენი ბიზნესისთვის, დროა, ჩაერთოთ კიდევ ერთ ციფრულ სამყაროში. ჩვენი გუნდი კი მზადაა დაგეხმაროთ და გაპოვნინოთ თქვენი ადგილი ერთ-ერთ ყველაზე მომგებიან სოციალურ ქსელში.