დაგვიკავშირდით

ბლოგის 5 მთავარი სარგებელი ბიზნესისთვის

ბლოგის 5 მთავარი სარგებელი ბიზნესისთვის

ყველა პროფესიონალი მარკეტერი აღიარებს, რომ  ბიზნეს ბლოგი ეფექტური მარკეტინგული ტაქტიკაა და დიდ როლს თამაშობს ნესბიმიერი ზომის ბიზნესის განვითარებაში.

ბლოგპოსტების როლი ციფრულ მარკეტინგში განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) შედეგებში მოწინავე პოზიციების დაკავება და, რაც მთავარია, პროცენტულად ბევრად მეტი ლიდების გენერირება.

კითხვაზე:  „ რისთვის სჭირდება ჩემს ბიზნესს ბლოგი?“

შემოგთავაზებთ 5 ძირითად მიზეზს:

  1. ტრაფიკის ზრდა

ბლოგი საუკეთესო საშუალებაა საიტზე ტრაფიკის გასაზრდელად და SEO ოპტიმიზაციისთვის. ამავდროულად, არ დაგავიწყდეთ, თუ შინაარსი ხარისხიანი იქნება და მასში გამოყენებული ქივორდები – რელევანტური, თქვენი რეიტინგი საძიებო სისტემებში მნიშვნელოვნად  დაწინაურდება.

ამავდროულად, საინტერესო, სასარგებლო და მხიარული ქონთენთის მეგობრებში გაზიარების სურვილი ბევრ ადამიანს უჩნდება; რაც იდეალური გზაა ორგანული ტრაფიკის გასაზრდელად.

  1. ბიზნეს გვერდის სანდოობა

ბიზნეს ბლოგის მართვა ძალიან ზრდის თქვენი გვერდის სანდოობას და აყალიბებს ბრენდის მტკიცე რეპუტაციას ონლაინსივრცეში. მომხმარებელი რწმუნდება, რომ ზრუნავთ ბიზნესის ავტორიტეტზე და ის აუცილებლად გამოგარჩევთ თქვენი კონკურენტების გვერდებისგან.

  1. უფასო ხელსაწყო თქვენი რეკლამებისთვის

დაიბენით? არაუშავს, ახლავე გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს.

შექმენით მაღალი ხარისხის ბლოგი და დააკავშირეთ ის თქვენს ბრენდთან.

მაგალითად: თუ ფლობთ აქსესუარების მაღაზიას, მომხმარებელს შესთავაზეთ მსგავსი სტილის ქონთენთი: „10 რჩევა შარფის მოსახდენად“, „ტრენდული აქსესუარები შავი კოქტეილის კაბისთვის“ და ა.შ.

მსგავი ბლოგები ძალიან პოპულარულია და მათი გაზიარება სხვადასხვა პლატფორმაზე წინ წაწევს თქვენი ბრენდის ცნობადობის ამაღლებას.

  1. გაზრდილი კონვერსიები

ბლოგები ძალიან დიდი სარგებლის მომტანია B2B (ბიზნესი ბიზნესისთვის) გვერდებისთვის, ამიტომ მარკეტერები მას წარმატებით იყენებენ ლიდების გენერაციისთვის, რასაც თავის მხრივ მივყავართ გაზრდილ კონვერსიებამდე,  ანუ „მის უდიდებულესობა“- გაყიდვებამდე!

  1. იმეილ მარკეტინგი

ხშირად, იმეილ მარკეტინგისთვის ქონთენთის მოფიქრება სირთულეს წარმოადგენს მარკეტერებისთვის. ბლოგი, აქაც ძალიან წაგვადგება. იმ შემთხვევაში, თუ ბლოგის შინაარსი ეფექტურად არის დაწერილი და სამიზნე აუდიტორია მას სიამოვნებით წაიკითხავს, შესაძლოა, თქვენს მიერ დასახულ მიზანს იმაზე მალე მიაღწიოთ, ვიდრე წარმოგედგინათ.