დაგვიკავშირდით

ბიზნესის შეფუთვა, იგივე ბრენდინგი – რატომ არის აუცილებელი?

  • მთავარი / ბლოგი / ბიზნესის შეფუთვა, იგივე…

ბიზნესის შეფუთვა, იგივე ბრენდინგი – რატომ არის აუცილებელი?

რაში სჭირდება ბიზნესს შეფუთვა და წარმატებული ბრენდინგი? თუ ეს შეკითხვა გიჩნდება, ესე იგი, ჯერ კიდევ არ იცი, რა მაგიური ძალა აქვს ეფექტიანად პოზიციონირებულ ბრენდს სოციალურ ქსელებში.

შენი ბიზნესის სოციალურ პლატფორმებზე შესაფუთად  აუცილებელია

  1. გრაფიკული დიზაინი / ვიზუალური ელემენტების განსაზღვრა

 

  • ფერები – ქმნის განწყობას, ტოვებს კვალს მომხმარებლის მეხსიერებაში
  • ფონტები – აძლიერებს ბრენდის ორიგინალურ იმიჯს
  • ლოგო – თქვენი ბრენდის იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი!

ეს ცოდნა დაგეხმარებათ თქვენი ბიზნესის სანდო, ძლიერი იმიჯის ჩამოყალიბებასა და რაც მთავარია, კონკურენტებისგან გამორჩევაში.

 

 

  1. ხარისხიანი კონტენტი

 

როგორც უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, კონტენტი მეფეა! ის მართავს და განსაზღვრავს თქვენი ბიზნესის განვითარებასა თუ ცნობადობას ციფრულ სამყაროში. შესაბამისად, აუცილებელია კონტენტი იყოს ხარისხიანი და იდეალურად მორგებული სამიზნე აუდიტორიის ინტერესებზე.  ეს ადვილი საქმე არ არის, მაგრამ სწორი კონტენტ-სტრატეგიის წარმართვით, ყველაფერი შესაძლებელია.

 

  1. კრეატიულობა

 

ალბათ, ხშირად დაფიქრებულხართ, როგორ უნდა მოახერხოთ სოციალური ქსელების მრავალმილიონიანი აუდიტორიის ყურადღების მიქცევა და კონკურენტებისგან გამორჩევა?

სწორი პასუხია – კრეატიული გადაწყვეტილებები.

რაც უფრო კრეატიული, განსხვავებული, თვალისმომჭრელი და დასამახსოვრებელი აქტივობები გექნებათ თქვენი ბიზნესის პლატფორმაზე, მით მეტად გაიზრდება თქვენი ბრენდის ცნობადობა და არ გაგიჭირდებათ ლოიალური მომხმარებლის მოზიდვა.

 

  1. ქოფირაითნგი / სარეკლამო ტექსტები

 

სიტყვას დიდი ძალა აქვს! მას შეუძლია დააფიქროს, დაარწმუნოს, მოუწოდოს და საბოლოოდ „აიძულოს“ მომხმარებელი შეიძინოს პროდუქცია, წაიკითხოს სტატია, ბლოგი თუ ა.შ. რაც მთავარია, ტექსტის ხილვის დროს აუდიტორიას არ უნდა აღმოხდეს  ფრაზა: „ამის წაკითხვა მეზარება.“ წერეთ მარტივად აღსაქმელად, მოკლედ და კრეატიულად.

 

  1. ეფექტიანი რეკლამირება

როცა უკვე გაქვთ ხარისხიანი კონტენტი, ეფექტური ვიზუალი, გამართული სარეკლამო ტექსტი, თამამად შეგიძლიათ იფიქროთ სარეკლამო კამპანიის დაწყებაზე.

ამისთვის საჭიროა სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა და პოტენციური მომხმარებლის იდეალური პროტოტიპის  დადგენა.

და ბოლოს, თუ ყველა რჩევას ზედმიწევნით შეასრულებთ და სოციალურ ქსელებში გაყიდვისთვის თქვენს ბრენდს ხარისხიანად შეფუთავთ, ის აუცილებლად გაიყიდება და თან, დიდი წარმატებითაც!