დაგვიკავშირდით

„ანათე მზის ტალღებში“

„ანათე მზის ტალღებში“

Simple Steps-ისა და „ტრესორის“ ერთობლივი საზაფხულო კამპანია

ყველაზე ციმციმა სეზონს ყველაზე ციმციმა კამპანია სჭირდება. სწორედ ამიტომ, Simple Steps-ისა და სამკაულებისა და აქსესუარების გალერეა „ტრესორის“ ორგანიზებით შეიქმნა ახალი, საზაფხულო კამპანია „ანათე მზის ტალღებში.“

ლურჯ ტალღებში მოლივლივე სხივები არ გეგონოთ, ეს ტრესორის სამკაულებია. კაშკაშა მზისა და ამ თვალისმომჭრელი აქსესუარების ერთმანეთისგან გარჩევა რთულია, თუმცა კამპანიის მიზანი სწორედ ეს იყო – გვეჩვენებინა სილამაზისა და ზაფხულის დღეების მოყვარულებისთვის, რომ შეგიძლია ნებისმიერ დროს საკუთარი სიკაშკაშით თავად მცხუნვარე მზეც დაჩრდილო.

ზაფხულის ფერების, აისის ბრწყინვალების, მანათობელი ტალღებისა და უღრუბლო, ლურჯი ცის შთაგონებით შექმნილი კამპანია უკვე შეგხვდებოდათ თბილისის ქუჩების ბილბორდებზეც.

 

და თუ თვალს ვერც შენ არიდებ ამ მზისადარ სამკაულებს, დროა, თავადაც მოირგო „ტრესორის“ მოკაშკაშე აქსესუარები. ამ მანათობელი ბრენდის ფილიალები დაგხვდება შემდეგ მისამართებზე:

  • სითი მოლი (საბურთალო)
  • სითი მოლი (გლდანი)
  • გალერია თბილისი
  • აქსის თაუერსი
  • თბილისი მოლი
  • პეკინის გამზირი #31

 

გსურს, ახალი კამპანიით თავადაც გამოაცოცხლო შენი ბიზნესი? მაშინ Simple Steps მზადაა, პროფესიონალური ფოტო-ვიდეო გადაღებითა და დახვეწილი კონტენტით გააცნოს შენი ბრენდი ყველას!